უშაკოვის ორდენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უშაკოვის ორდენი

უშაკოვის ორდენი (რუს. Орден Ушакова) — სამხედრო ორდენი ყოფილ საბჭოთა კავშირში. დააწესა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1944 წლის 3 მარტს. უშაკოვის ორდენით აჯილდოებდნენ სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცრებს დიდმნიშვნელოვანი საზღვაო ოპერაციების დამუშავებისა და ჩატარებისათვის. უშაკოვის ორდენი ხუთქიმიანი ვარსკვლავია, შუაში აქვს თ. უშაკოვის რელიეფური გამოსახულება; ორი ხარისხისაა: I ხარისხის ორდენი მზადდება პლატინისა და ოქროსაგან, II ხარისხისა - ოქროსა და ვერცხლისაგან. ატარებდნენ მკერდის მარჯვენა მხარეს. სუვოროვის ორდენის შემდეგ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 10, გვ. 195, თბ., 1986