უფლისწული
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
უფლისწული, უფლის (მეფე-უფლის, ან ფეოდალ-უფლის) ვაჟიშვილის აღმნიშვნელი ტერმინი ანტიკურ და შუა საუკუნეების საქართველოში; მეფის ძე თანამედროვე ქართულში.
უფლისწულს ჰქონდა ცალკე სამფლობელო ყმა-მამული - ”საუფლისწულო” (მეფის ვაჟს - სამეფო დომენში, ფეოდალის ვაჟს - საფეოდალოში). მე-15-18 სს.-ში ტერმინი ”უფლისწული” იშვიათად გვხვდება წყაროებში. ამ პერიოდში მეფის ვაჟს, ჩვეულებრივ, ბატონიშვილი ეწოდებოდა, თავადის ვაჟს - თავადიშვილი, აზნაურის ვაჟს - აზნაურიშვილი.
[რედაქტირება] წყაროები
- ნ. შოშიაშვილი, ქსე, ტ. 10, გვ. 192.
სტატიის