უფლისციხის ერდოიანი სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერდოიანი სახლი — არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარ უფლისციხეში, ნაქალაქრის შუა უბნის აღმოსავლეთ ფერდობზე, აგურით ნაგებ ეკლესიასთან. თარიღდება ფეოდალური ხანით. ნაგებობა დაზიანებულია, დანგრეულია დერეფნის კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი, აკლია ამაღლებული საფეხურის სამხრეთ მონაკვეთი.

კლდეში ამოკვეთილი ეკლესიის გეგმა არაწესიერი ფორმისაა. შედგება მცირე ზომის მოგრძო ოთახისა და მცირე დერეფნისაგნ. კლდის კედლები უხეშად არის დამუშავებული. ოთახს შესასვლელი დერეფნიდან აქვს. შესასვლელის წინ გულდასმით დამუშავებული მსხლის მოყვანილობის ჩაღრმავებული ადგილია. იატაკში გაჭრილია ვიწრო ღარი, რომელიც აღმოსავლეთ კედელში ამოკვეთილ მრგვალ ხვრელამდის გრძელდება. დერეფანი ოთახს აღმოსავლეთით გაჭრილი კარით უკავ შირდება. კარების ჩრდილოეთით, კედელში, გაჭრილია მრგვალი საკვამური. კედლებში ამოკვეთილია მცირე თანხჩებიც, იატაკში გვიანდელი ფეოდალური ხანის სასულიანი თონე და სხვადასხვა დანიშნულების მცირე ორმოები. ოთახის დასავლეთ მონაკვეთში გადაკეთებულია რთული კონტურის კარგად დამუშავებული ბაქანი, რომელიც იატაკიდან 0,2 მეტრითაა ამაღლებული. ბაქანზე რამდენიმე მცირე ორმოა ამოჭრილი. გადახურულია არაწესიერი ფორმის კამარით, რომელიც იატაკიდანვე იწყება. გადახურვის ცენტრში ამოკვეთილია გულდასმით დამუშავებული ერდო, რომელიც შიგნიდან წრიულია, ბანის მხარეს სამყურა ფორმის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]