ამსტერდამის უნივერსიტეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამსტერდამის უნივერსიტეტი

ამსტერდამის უნივერსიტეტი (ნიდერლ. Universiteit van Amsterdam) მდებარეობს ნიდერლანდის დედაქალაქის ამსტერდამის შუაგულში. უნივერსიტეტს ამ დროისთვის ჰყავს 28,000 სტუდენტზე მეტი და დაახლოებით 5,000 თანამშრომელი. ამსტერდამის უნივერსიტეტის ბიუჯეტი შეადგენს 487 მილიონ ევროს. უნივერსიტეტს აქვს 7 ფაკულტეტი: ჰუმანიტარული მეცნიერებების, სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკის, სამართლის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მედიცინისა და სტომატოლოგიის. უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლების ინტერნაციონალიზაციით. კერძოდ, იგი საერთაშორისო და ადგილობრივ სტუდენტებს სთავაზობს 85-ზე მეტ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას.

ამსტერდამის უნივერსიტეტთან ერთად ამსტერდამში ასევე არსებობს ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: