ურთიერთქმედება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ურთიერთქმედება — ერთ-ერთი ძირითადი ფილოსოფიური კატეგორია, რომელიც გამოხატავს ობიექტთა ურთიერთზემოქმედებას, ურთიერთგარდაქმნასა და ურთიერთგანსაზღვრულობას, ურთიერთქმედება სინამდვილის კანონზომიერების ობიექტური და უნივერსალური ფორმაა. მას არა აქვს დასაწყისი და ბოლო, იგი უწყვეტია. ყოველი საგანი სხვა საგნებთან უშუალო ან გაშუალებულ კავშირშია. ამიტომ ისინი ურთიერთქმედების აუცილებელი მომენტებია. ნებისმიერი სისტემა წარმოიქმნება და ისპობა მხოლოდ შედეგად, იგი მიზეზობრივი მიმართების სრული გამოხატულებაა, რაც გულისხმობს არა მხოლოდ მიზეზის ზემოქმედებას შედეგზე, არამედ შედეგის აქტიური და გარკვეულ უკუქმედებასაც მიზეზზე. ურთიერთქმედების კონკრეტული გამოვლენაა გრავიტაციული, ელექტრომაგნიტური, და სხვა. გარემოსა და ორგანიზმის, უჯრედთა, სახეობათა და სხვა ურთიერთქმედება ორგანულ ბუნებაში; ადამიანების, კლასების, სახელმწიფოების და სხვა ურთიერთქმედება საზოგადოებაში და ა. შ. ურთიერთქმედება საგანთა სწორი შემეცნების აუცილებელი პირობაა, რადგან ყოველი ობიექტი შემეცნებულ უნდა იქნეს სსვა ობიექტებთან ურთიერთობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]