ურავლის ტრიკონქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ურავლის ტრიკონქიეკლესია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში. მდებარეობს სოფელ ხეოთისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს ხევში. არქიტექტურული ნიშნებით თარიღდება XI საუკუნით.

ეკლესია მცირე ზომისაა და წარმოადგენს ტრიკონქის ტიპის ნაგებობას. ნაგებია წითელი, თითქმის აგურისფერი ქვით. ტაძრის გეგმა ჯვრის მოხაზულობისაა, რომლის აღმოსავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავები შიგნიდან ნახევარწრიულადაა მომრგვალებული. აღნიშნული ტიპის ნაგებობები საქართველოში XI საუკუნეზე გვიან აღარ გვხვდება.

შენობას შერჩენილი აქვს მცირეოდენი მოხატულობა და წარწერა, რომელიც უთარიღოა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე ვ. სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 1970