ურავლის აგარის სამონასტრო კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ურავლის აგარის სამონასტრო კომპლექსი — არქიტექტურული ხუროთმოძღვრული ძეგლი საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მტკვრის მარჯვენა შენაკადის, მდინარე ურავლის ხეობაში. მონასტრისაოვის ადგილი მთის ფერდზეა შერჩეული. მას სამი მხრიდან ხშირი ფოთლოვანი ტყე აკრავს და დასავლეთით, მდინარის მხარეს, ციცაბო კლდით მთავრდება.

მონასტერში თავისი მდებარეობითა და სიდიდით გამოირჩევა დიდი ერთნავიანი ეკლესია. მონასტრის სხვა ნაგებობები ამ ეკლესიის გარშემოა თავმოყრილი. მთავარი ტაძრის დასავლეთით სხვადასხვა დროს ნაგები სამეკლესიანი ბაზილიკა მდებარეობს. (სამეკლესიან ბაზილიკაში ჩართული ჩრდილოეთის დარბაზული ეკლესია მონასტრის უძველესი ნაგებობაა). მთავარი ტაძრის სამხრეთით არის ბერების სასადილო-სატრაპეზო, სამრევლო (რომლის მხოლოდ პირველი სართულია გადარჩენილი, თუმცა მისი სრული აღდგენა შესაძლებელია) და კიდევ ერთი დარბაზული ეკლესია. მთავარი ტაძრის აღმთსავლეთითაა სკეციალურ სუბსტრუქციაზე — კრიპტასამარხზე დაშენებული აფსიდიანი ნაგებობა, ჩრდილოეთით კიდევ ერთი დარბაზული ეკლესიაა.

სამეურნეო ნაგებობები, მთავარი ტაძრის სამხრეთით და დასავლეთით, ძლიერ არის დაზიანებული. გაწმენდის გარეშე შეუძლებელია მათი გეგმის წავითხვა და ფუნქციის გარკვევა (აქ 7 თუ 8 ასეთი ნაგებობა იქნება). სამხრეთით, მონასტრის ხევის მიდამოებში კლდეში, საკმაოდ მაღლა ორ იარუსად გამოკვეთილი სენაკებია. კიდევ ერთი დარბაზული ეკლესიის ფრაგმენტები მონასტრისგან მოშორებით მთავარი ტაძრის სამხრეთ-აღმთსავლეთითაა. მთნასტრის სამხრეთის ფერდი ტერასებად არის დანაწევრებული (შესაძლთა ადრე სათესად იყენებდნენ).

საფიქრებელია, რომ აქ მონასტრის დაარსებას, X საუკუნის შუა წლებში, დიდი ტაძრის აგება დასჭირდა. მონასტერში ამ დროიდან XV საუკუნემდე სამშენებლო საქმიანობა არ შეწყვეტილა.

მონასტრის მთავარი ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტერში წამყვანია დარბაზული ეკლესია (15.8X8.7 მ.), რომელსაც სამხრეთიდან მთელ სიგრძეზე ეკვდერი მიაშენეს (ასეთივე მინაშენი ეკლესიას დასავლეთიდანაც ჰქონდა). ტაძარი გათლილი ქვიშაქვითაა ნაგები. თავდაპირველად ეკლესიაში სამი შესასვლელი იყო. მთავარი შესასვლელი სამხრეთიდანაა, თითო კარია დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან, ეს უკანასკნელი აფსიდის სიახლოვესაა. მოგვიანებით, სავარაუდოდ XI საუკუნეში, იგი თლილი ქვით ამოუშენებიათ. ეკლესიაში შემსვლელს თვალწინ აზიდული პროპორციების დარბაზი წარმოუდგება. დარბაზი ოთხი სარკმლით ნათდება. თითო სარკმელი აღმოსავლეთისა (საკურთხევლის) და დასავლეთის კედლებშია, ორი სარკმელი სამხრეთის კედელშია გაჭრილი. დარბაზის გრძივი კედლები ორი წყვილი პილასტრით სამ არედაა დანაწევრებული, პილასტრებს შორის კედელი ორ-ორი საფეხურით ღრმავდება და ზემოდან ასევე ორსაფენურიანი თაღითაა შემოფარგლული.

ეკლესიის აღმთსავლეთის ნაწილი კლდეში გამოკვეთილ ბაქანს ეყრდნობა. კლდეშივეა გამოკვეთილი აფსიდის ქვედა ნაწილი და საკურთხევლის იატაკი. საკურთხევლის სარკმლის ქვემოთ ნანევარწრიული გეგმის თაღოვანი ნიშია, მის ორსავე მხარეს ასევე ნანევარწრიული გეგმის, საკმაოდ მაღალი პროპორციების მღვდელმთავრების ან ბერების დასაჯდომად ოთხ-ოთხი ნიშია ამოყვანილი. ნიშები ერთმანეთისაგან შეწყვილებული ლილვებითაა გამოყოფილი. ნიშები კონქებითაა დასრულებული. რვავე ნიში სვეტისთავებსა და თაღებს შთრის გატარებული ორსაფეხურიანი კარნიზითაა გაერთიანებული (კარნიზი უწყვეტია და მცირე კონქების ძირში გადის, მიუყვება საკურთხევლის სარკმლის ძირს და ნიშების მეორე ჯგუფზეც გადადის). ნიშებში ნალესობის თხელი ფენაა და მხატვრობის ფრაგმენტებია შემორჩენილი. ნიშების კონქებში წმინდანები იყო გამოსახული. თავიდან ამ ტაძარში არ იყო ჩაფიქრებული ნიშების შელესვა და მონატვა, რადგან კონქი და ნიშების შიდა კირი კარგად გათლილი ქვითაა ამოყვანილი.

ტაძრის აღწერისას საგანგებოდ უნდა აღინიშნოს შიდა სივრცე, რომელიც მლიერ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. კედლებიდან ენერგიულად „ამოზიდული“ პილასტრებით, გრძივ კედლებზე გადაყვანილი ორსაფეხურიანი თაღების საგრძნობი სიღრმით, ერთიან რიტმში მოძრავი შიდა სივრცე იქმნება. საერთო აღქმისათვის ასევე მნიშვნელთვანია საკურთხევლის გადაწყვეტა, რომელიც ნახევარწრიული ნიშებით აგრძელებს დარბაზის სივრცეში შექმნილ მოძრაობას და ტაძრის ინტერიერი, მიუხედავად იმისა, რომ აქ მნოლოდ უგუმბათო ნაგებობაა, ძლიერ მონუმენტურ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.

როცა საუბარია აგარის მთავარი ტაძრის შიდა სივრცვზე, პირველ რიგში იგრძნობა ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ნიშანი — ოსტატმა განსაკუთრებული ყურადდება დაუთმო შიდა სივრცის გადაწყვეტას. აზიდული პროპორციები, ვარგად გათლილი ქვით ამოყვანილი სამსაფეხურიანი პილასტრები და საბჯენი თაღები, ფართოდ გაშლილი ნახევარწრიული ნიშებით გაფორმებული აფსიდი ეფექტურ სივრცეს ქმნის დეკორატიული ელემენტების ინტერიერში გამოყენება ჩვეულებრივი მოვლენაა X-XI საუკუნის ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრებისათვის. აგარის გარდა აფსიდის ასეთი გადაწყვეტის სულ რამდენიმე მაგალითი გვაქვს: ხახული (X საუკუნის II ნახევარი), სვეტიცხოველი (1010-1029 წლები) და სამთავისი (1030 წ). ალბათ სწორკუთხა გეგმის ოთხი ნიში იმავე მოვალეობას ასრულებდა მიწობის „გოლას საყდარშიც“ (IX-X საუკუნე) ოთხი (შეწყვილებლი ორ-ორად) ნახევარწრიული ნიში ხცისში (1002 წელი) იატაკიდან იწყება და მისი ფუნქცია განსხვავებულია, თუმცა მხატვრული ეფექტი იგივეა.

ტაძრის ფასადებზე სარკმლებს დეკორი მნოლოდ სამი მხრიდან უვლის ღიობს (ქვედა მნარე შეუკრავია), ისედაც ძუნწად მორთული ფასადების დეკორის ნაწილი მთლიანად დაკარგულია. ეკლესიის დასავლეთის ფასადის ზედა ნაწილი მოგვიანებით თავიდანაა გადაწყობილი. სამხრეთის ფასადის სიმეტრიულად განლაგებული ორივე სარკმელი თაღოვანია. სარკმელთა პროპორციები ქართული ტაძრისათვის უჩვეულოდ დაბალია. მათ საკმაოდ განიერი სამმხრივი საპირე უვლის, რომელიც ქვედა მხარეს არ არის შეკრული. საპირეები საკმაოდ რთული გეომეტრიული ორნამენტითაა შემკული.

საინტერესოდ არის გადაწყვეტილი აღმოსავლეთის ფასადი, რომელიც კლდის მასივზეა აღმართული, რის გამოც მისი პროპორციები დაბალია და ძეგლის შიდა სივრცის რეალურ სიმაღლეს არ შეეფერვბა. ფასადის ასეთი დაბალი პროპორციები უჩვეულოა „გარდამავალი ხანის“ ქართული ხუროთმოძღვრებისათვის (აღმოსავლეთის ფასადის სიმაღლე და სიგანე თითქმის თანაბარია და დასავლეთის ფასადზე დაახლოებით 3 მეტრით დაბალია). ოსტატმა ფასადის ულაზათო სიბრტყე, გუმბათიანი ეკლესიების აღმოსავლეთის ფასადის მსგავსად, კედლის ნიშების წყვილით გადაახალისა. კონქით დასრულებული ნიშები ფასადის ნაპირებზეა განთავსებული. ერთნავიანი ეკლესიები ფასადზე აღმოსავლეთის ნიშებით ბევრი არ არის — ყვარში (VIII საუკუნის დასაწყისი), უჯარმაში „წმინდა რაჟდენის“ ეკლესია (ზედა სართული IX-X საუკუნეები), ხახულის მცირე ეკლესია, ფექრაშენი (ორივე X საუკუნის ბოლო), ოთხთა ეკლესიის ზედა არსენისეული ეკლესია (984 წელი) წეროვანი (XI საუკუნის დასაწყისი), გუდარეხი, ლაბეჭინა (ორივე XIII საუკუნე). ბოლო სამი ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადზე ნიშებს ნაკლებად აქვთ კონსტრუქციული დატვირთვა და მათ უფრო დეკორატიული ხასიათი გააჩნიათ.

ფასადის შუა ნაწილი გვერდებზე ორნამენტული საპირიან საკურთხევლის მაღალ სარკმელს უკავია. საკურთხევლის სარკმელი დასრულებულია ქტიტორული რელიეფიანი თავსართით. რელიეფის კვეთა განსხვავებულია სარკმლის საპირის დამუშავებისაგან. გამოსახულია შუა საუკუნეებში გავრცელებული სცენა — ეკლესიის მაშენებელი ეკლესიის მოდელს მიართმევს სავარძელზე მჯდომ მაცხოვარს, რომელიც მარჯვენით აკურთხებს ტაძარს. რელიეფს ჩარჩო შემოუყვება. მარცხენა მხარეს განიერ აშიაზე თერთმეტსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი.

სახ(ე)ლითა

ღ(მრთისა)თა მე

თ(ევდორ)ე აღვა

შენე ესე

სტოა

ს(ა)ლ(ო)ცვ(ე)ლ(ა)დ

ამის ად

გ(ი)ლისა უ(ფალის)ა

თ(ევ)დ(ორესა) თ ს ღ(მერთმა)ნ

აკ(ურთ)ნ(ე)ნ და

ყ(ოველ)ნი შვილნი ამის ეკლესი(ისანი შ(ეიწყალე)ნ.

ამავე ფასადზე ვიდევ ერთი წარწერაა, სადაც გაირჩევა ცალკეული ასოები.

ეკლესიას სამხრეთიდან, სავარაუდოდ XI საუკუნეში, მთელ სიგრძეზე მიაშენეს ეკვდერი, რომელიც ვიწრო და გრძელი სათავსო იყო. მოგვიანებით მინაშენი დასავლეთიდანაც აიგო.

ტაძრის ჩრდილოეთის ფასადი ყრუა. დასავლეთის ფასადის ზედა ნაწილი გვიან გადააწყვეს (სავარაუდოდ XIV-XV სსაუკუნეები). ამ ფასადზე სარკმლის სადა ლილვებიანი საპირე და მის ზემოთ,. ფრონტონის არეში ჩასმული ბოლოებგაფართოებული ჯვარი გადაკეთების დროინდელია. ფასადის ქვედა ნაწილი თავდაპირველია, შემორჩენილ კარის ძველი ტიმპანზე აყვავებული ჯვარია ამოკვეთილი. ჯვრის მვლავებს შორის წარწერა იყო, რომელიც საგანგებოდაა ამომტვრეული. გადარჩენილია ჯვრის მკლავის მარჯვნივ ქვედა მხარეს ასო და ჯვრის მარცნენა მხარეს მთლიანად იკითხება წარწერის ბოლო მონაკვეთი (შენი მიქელ ან მიქაელ). 1913 წელს ახალციხის მაზრაში იმოგზაურა და აგარის მონასტერს გაეცნო იმხანად სტუდენტი სოსო ასლანიშვილი (შემდგომში ცნობილი ექიმი). მან წარწერის მთელი ტექსტი გადმოწერა „დასავლეთით კი ჩუქურთმით ამოჭრილი ჯვარია და შიგ შემდეგი წარწერა აქვს ხუცურად: ჯვარო ქრისტესაო შეიწყალე მონა შენი მიქაელ“[1]. ამ წარწერას ასევე კითნულობს გიორგი ბოჭორისძე 1932 წელს, როგორც ჩანს წარწერა შემდეგაა დაზიანებული. ძეგლზე შემორჩენილი ნუთი წარწერა ან წარწერის ფრაგმენტი სხვადასხვა წელითაა შესრულებული. თუმცა კალიგრაფიული ნიშნებით ხუთივე X საუკუნით ნაწერად შეიძლება მივიჩნიოთ.

გრძივი კედლების დამუშავების პრინციპი, არქიტექტურული ელემენტების გადაწყვეტა, აღმოსავლეთის ფასადზე სამკუთნა ნიშების გამოყენება, დეკორატიული მორთულობის მხატვრული გადაწყვეტის პრინციპი, ორნამენტაციის რეპერტუარი და შესრულების მანერა საფუძველს გვაძლევს ტაძრის აგების თარიღი X საუკუნის შუა წლებით განვსაზღვროთ.

სამეკლესიანი ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტერში ყველაზე ადრეული ნაგებობა მთავარი ტაძრის დასავლეთით, სხვადასხვა პერიოდში ნაგებ სამეკლესიან ბაზილიკაში ჩართული დარბაზული ევლესიაა, რთმელსაც თავდაპირველად დასავლეთიდან და სამხრეთიდან გარსშემოსავლელი მიაშენეს (ამ მინაშენის მხოლოდ ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებია გადარჩენილი).

მონასტრის ადრეული ნაგებობა მცირე ზომისაა (გარე ზომებია 6.3X4.2 მ.) და უბრალო სამლოცველოა. მისი კედლები ასეთი ნაგებობისათვის ძალიან სქელია (დაახლოებით 1 მეტრი), რის გამოც მისი სიმცირე შიგნით უფრო მეტად იგრძნობა. ნაგებია მომწვანო-მონაცრისფრო თლილი ქვიშაქვით. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარის ღიობი ქვის მასიური არქიტრავითაა გადახურული. ინტერიერი ჩაბნელებულია. ორი სარკმელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში დარბაზის გასანათებლად არაა საკმარისი. დასავლეთის სარკმელი პარალელურ-წირთხლებიანია. საკურთხევლის სარკმელი გადაკეთებულია, მისი ქვედა მხარე განიერდება და ტრაპეციული ფორმისაა. აფსიდის სატრიუმფო თაღი და დასავლეთის კედელზე მიბჯენილი თაღი ნალისებური მოხაზულობისაა. დარბაზი „სრული“ ცილინდრული კამარითაა გადახურული. ეკლესია კარგად გათლილი ქვის პერანგშია ჩასმული (ძეგლის შეკეთებისას ნატენი ქვაა გამოყენებული ამ დროს გადააწყვეს ჩრდილოეთის კედლის გარე პერანგის მნიშვნელოვანი ნაწილი და აღმოსავლეთის ფასადზე საკურთხევლის სარკმელი და კედლის ზედა ნაწილის მნიშვნელოვანი მონაკვეთი).

სამხრეთის ფასადს სწორკუთნა თაროსებრი კარნიზი ასრულებდა (მოგვიანებით სამხრეთიდან ეკლესიის აგებისას ამ კედლის ამაღლებაც გამნდარა საჭირო). ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადი ნახევრად მიწაშია ჩამჯდარი და ზემოდან კედელიცაა დაშენებული, თუმცა მისი თავდაპირველი კონტურის აღდგენა, მიუხედავად დანაკარგებისა და დანამატებისა, შესაძლებელია ფასადს ადრეფეოდალური ხანის ქართულ ხუროთმოძღვრებაში პოპულარული „გადანაკეციანი“ კარნიზი ასრულებდა. საკურთხევლის სარკმელი, რომელიც გადაკეთებულია, ერთ ქვაში გამოჭრილი ჰორიზონტალურკიდეებიანი თაღოვანი თავსართით მთავრდება.

ეკლესიის აგებისას გამოყენებული არქიტექტურული ელემენტები და ქვის წყობის ხასიათი თავიდანვე სიძველის შთაბეჭდილებას ტოვებს: მრუდების ნალისებური მოხაზულობა, კარის არქიტრავული გადახურვა, თავდაპირველი სარკმლის პარალელური წირთხლები, თაროსებრი კარნიზის გამოყვანის პრინციპი, კედლის საგრძნობი სისქე — ადრეფეოდალური ხანის (IV — VII საუკუნის ხუროთმოძღვრებისთვისაა დამახასიათებელი. როგორც ეტყობა, გარდამავალ ნანაში (VII საუკუნის II ნახევრიდან — X საუკუნემდე), შესაძლოა დიდი ეკლესიის აგებისას, დარბაზული ეკლესიაც აღადგინეს (ამ დროისაა საკურთხევლის შეცვლილი სარკმელი), ამავე დროს ეკლესიას დაემატა სამხრეთიდან და დასავლეთიდან გარშემოსავლელი, რომლის ქვემოთ, სამხრეთ დასავლეთის კუთხეში, კრიპტა სამარხი მოექცა.

მშენებლობის შემდეგი პერიოდი სამხრეთიდან საკმაოდ განიერი ეკლესიის მიშენებაა. თბილი ტონალობის თლილი ქვიშაქვით ნაგები ეკლესია გარშემოსავლელის სამხრეთის კედლის დაშლის შემდეგ აღიმართა. შემორჩენილი ეკლესია აგების თარიღის განსაზღვრისათვის ბევრს არაფერს არ იძლევა, ერთი რამ კი ცხადია: მისი კარგად გათლილი ქვით ამოყვანილი აფსიდი XI საუკუნეზე გვიანდელი არ შეიძლება იყოს, რადგან ამ პერიოდის შემდეგ, როდესაც ეკლესიის შიდა კედლები ფრესკული ფერწერისათვის მზადდებოდა, ინტერიერში შედარებით უხეშად დამუშავებული ქვით აგებდნენ კედლის შიდა ზედაპირს. სამხრეთიდან შემდეგ მიშენებული ეკლესია იმდენად არის დაზიანებული, რომ მასზე მსჯელობა შეუძლებელია.

მონასტრის ადრეული ნაგებობა, დარბაზული ეკლესია, ადრეფეოდალურ ხანას მიეკუთვნება. მისი აგების თარიღი შესაძლთა VI-VII საუკუნეებით განისაზღვროს. ეს ისტორიული სამცხის დღემდე აღმოჩენილ საეკლესიო ნაგებობათა შორის უძველესია. ჩვენთვის უცნობია დაუსახლებელ ადგილზე ადრეულ პერიოდში თლილი ქვით ევლესიის აგების მიზეზი. სავარაუდოდ აქ მონასტერი დაარსდა X საუკუნეში, იმავე დროს დაიწყო დიდი ტაძრის მშენებლობა და ადრეულ დარბაზულ ეკლესიას ორმხრივი გარშემოსავლელი მიაშენეს.

მონასტრის სატრაპეზო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი ტაძრის სამხრეთით დიდი ზომის გრძელი ნაგებობა ბერების სატრაპეზოა (გარე ზომებია 18X12.3 მ.), რომელიც წარწერაში ნახსენები ერისთავთ-ერისთავის ბეშქენ და მურვანის მოღვაწეობის პერიოდით არის დათარიღებული და XI-XII საუკუნეთა მიჯნაზეა აგებული. მოწითალო სოსანისფერი ტუფით ნაგებ შენობაში ორი პარალელური დარბაზია. ერთი, დიდი ზომის დარბაზი სატრაპეზოა, მეორე შედარებით მოვლე და ვიწრო სათავსი სამეურნეო (შესაძლოა სამზარეულო) დანიშნულებისა იყო. სატრაპეზოს აგებამდე მთავარი ტაძარის სამხრეთის ეკვდერი უკვე აგებული იყო, რის გამოც სატრაპეზოს ჩრდილოეთის კედელი ცერადაა „ჩამოკვეთილი“ გეგმის ასეთი შეცვლა მხოლოდ მისი მდებარეობით აინსნება და „ტრაპეზის კუთხე ასე რომ არ „ჩამოეჭრათ“, იგი თითქმის მიებჯინებოდა მთავარი ეკლესიის კედელს“.

ბერების სატრაპეზო შიგნიდანაც თლილი ტუფითაა მოპირკეთებული. გრძივი კედლები პილასტრებზე დაყრდნობილი ხუთი თაღითაა დანაწევრებული. სხვადასხვა ორნამენტითაა შემკული კაპიტელები მარტივი ფორმისაა და მათ ოდნავ შეისრული თაღები ეყრდნობა. ჩრდილო-აღმოსავლეთის კედლის შუა თაღში სახატე ნიშია. სტრაპეზო დარბაზი ხუთი სარკმლით ნათდება — სამი სარკმელი გრძივ ფასადზე გამოდის, შედარებით მაღალი თითო სარკმელი მოკლე ფასადებს ამკობს. მეორე სათავსი ან სამზარეულო, სატრაპეზოს სწორკუთნა კარით უკავშირდება. ეს დარბაზი ნახევარწრიული კამარით არის გადახურული. სამზარეულო ან სამეურნეო სათავსი ყორე წყობით არის ამოყვანილი, თლილი ქვის მხოლოდ საბჯენი თაღები აქვს.

ფასადები მონასტრისათვის შესაფერი თავშეკავებითაა მორთული. მთავარი ჩრდილთ-დასავლეთის ფასადი ცერადაა წაკვეთილი. შესასვლელი იმპოსტებზე დაყრდნობილი ტიმპანითაა გადახურული, რომელზეც ათსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი. ტექსტი ოთკუთხა დადაბლებულ არეში იწყება და ბოლო, შედარებით ვრცელი, ორი სტროფი ჩარჩოს ქვემოთ არის ამთკვეთილი.

ქ ს(ა)ხ(ე)ლ(ი)თა ღ(მრთისა) თა და მ(ეო)

ხ(ე)ბ(ი)თა წ(მიდ)ისა ი(ოვა)ნე ნ(ა)თ(ლი)სმცე

მლ(ი)ს(ა)თა ე(რისთავთ) (რისთავ)თა ბეშქენ

და მ(უ)რვ(ა)ნის მლოცველმ(ა)ნ

მე ეფრემ ჰ

ელვყ(ა)ვ შენებ(ა)დ

ტრ(ა)პ(ე)ზსა ამ(ა)ს და გამიკუეთეს აღაკი

ს(აუ)კ(უ)ნ(ო) ს(ამე)ბობ(ა) და ვინცა შემიც(ა)ლოს

კრ(უ)ლმცა არს ღ(მრთისა პირითა.

ბოლოსწინა სტრიქონში სიტყვა „სბობ“-ს ვახტანგ ბერიძე კითხულობს „საბობა“-ს, ხოლო ვალერი სილოგავა „სამებობას“.

წარწერაში ნახსენები ერისთავთ-ერისთავი ბეშქენი და მურვანი ადგილთბრივ მმართველთა ჯაყელების გვარის წარმომადგენლები იყვნენ და XI-XII საუკუნეთა მიჯნაზე მოღვაწეობდნენ.

შესასვლელი კარის ზემოთ მაღალ სარკმელს ლილვებით შემოკავებული სადა საპირე შემოუყვება, სარკმლის გარშემო არის სიმეტრიულად განლაგებული სამი ბურთულა. ფასადის ფრონტონს ლილვითა და წრეთარგით შედგენილი სადა კარნიზი ასრულებს. ასევეა გადაწყვეტილი მისი მოპირდაპირე, სამხრეთ-აღმოსავლეთის ფასადი, თუმცა აქ უფრო სადა მიდგომაა — ფასადი ტიმპანის, ბურთულების ან სადა სარკმლის საპირის გარეშეა. საკმაო გრძელი სამხრეთ-დასავლეთის ფასადი ყოველგვარი მორთულობის გარეშეა, მცირე ზომის სამი სარკმელი მონოტონურ სიბრტყეზე ნაკლებად შესამჩნევია.

აგარის მონასტრის სატრაპეზო წარწერაში ნახსენები ერისთავების მოღვაწეობის პერიოდით არის დათარიღებული და იგი XI საუკუნის მეორე ნახევარში ან XII საუკუნის დასაწყისშია აგებული. წარწერაში აღნიშნულია მისი დანიშნულება: „ხელვყავ შენებად ტრაპეზისა ამის“. არქიტექტურის გაცნობამ დაგვარწმუნა, რომ სატრაპეზო უფრო გვიან, XIII ან XIV საუკუნეში, მნიშვნელოვნად შეაკეთეს. ინტერიერში გრძივ კედლებზე თაღედი და შეისრული გადახურვა გადაკეთების ან აღდგენის დროინდელია. გადაკეთების შედეგად სახატე ნიში ასიმეტრიულად მოხვდა გრძივი კედლის შუა თაღში. ინტერიერში თავდაპირველია მხოლოდ თაღების მიღმა გრძივი კედლები და მოკლე კედლების ქვედა ნაწილები. გრძივ კედლებზე, იქ სადაც პილასტრებია ამოვარდნილი, თავდაპირველი კედლის წყობა მთლიანად გადარჩა და როგორც ეტყობა თაღედი შემდეგაა მასზე „მიდგმული“. მნიშვნელოვანი გადაწყობა ფასადებზეც შეიმჩნევა, ჩრდილო-აღმოსავლეთის ფასადზე სარკმელი და ფრონტონის არეში სამი ბურთულა ამ გადაწყობის დროინდელია.

სატრაპეზო XI საუკუნის ბოლოს ან XII საუკუნის დასაწყისშია აგებული, ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო XIII-XIV საუკუნეებში ნაგებობის გეგმის შეუცვლელად მას მნიშვნელოვნად უცვალეს შიდა და გარე სახე, ფაქტობრივად ჩასვეს თლილი ქვის ახალ პერანგში.

დარბაზული ნაგებობა მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი ტაძრის აღმთსავლეთით და მისგან 7-8 მეტრის მოშორებით, საკმაოდ მოზრდილ კრიპტასამარხზე აღმართულია თლილი ქვის დარბაზული ნაგებობა. კრიპტასამარხი ყორე წყობით არის ამოყვანილი, აქ ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სწორკუთხა სათავსოა. კრიპტები ცილინდრული კამარით იყო გადახურული. მათ თითო სწორკუთხა ღიობი აქვთ დასავლეთიდან (გადარჩენილი ღიობის ზომაა 67X69 სმ). კრიპტასამარხები სხვადასხვა დროს არის ნაგები (სავარაუდოდ ჯერ სამხრეთით მდებარე კრიპტა აიგო, რომელსაც მოგვიანებით ჩრდილოეთის კედელზე მასზე მაღალი კრიპტა მიაშენეს). კრიპტა თაროსებური კარნიზითაა დასრულებული და მის მოსწორებულ ბანზე თლილი ქვის ჰორიზონტალური რიგების დაცვით შემოსილი დარბაზული ნაგებობა აღმართეს (მისი გარე ზომებია 3.35X6.49 მ). ამ ზომის ნაგებობისთვის ორი, ზომაზე განიერი შესასვლელია. დასავლეთის კარის ღიობის სიგანე 1.62 მეტრია, სამხრეთისა 1.7 მეტრია. უჩვეულოა ამ ნაგებობის აფსიდიც, თლილი ქვის საგულდაგულოდ ამოყვანილი აფსიდი საკურთხევლის სარკმლის გარეშეა. ჩვენი აზრით, ასეთი უჩვეულოდ განიერი ღიობები დარბაზის ფუნქციაზე მიგვანიშნებს, სავარაუდოდ ნაგებობას გარდაცვლილთა დასასვენებლად და პარაკლისის გადასახდელად იყენებდნენ. დარბაზის პროპთრციები ჩვეულებრივი ეკლესიისათვის უჩვეულოდაა დაგრძელებული (აფსიდის გაუთვალისწინებლად 1.8X4.4 მ). სამხრეთის განიერი კარიდან 2-3 საფეხურით დადაბლებულ კრიპტასამარხის თავზე მოსწორებულ ბანზეა გასასვლელი (დღეს კრიპტასამარხების გადახურვის მნიშვნელთვანი ნაწილი ჩანგრეულია). დარბაზის პროპორციებმა, უჩვეულოდ განიერი ღიობებმა, ტაძარში სარკმელთა უქონლობამ ვარაუდი უნდა დაადასტუროს, რომ დარბაზი გარდაცვლილთა დროებით დასასვენებლად იყო აგებული.

როდის აიგო კრიპტები და დარბაზი ძნელი დასადგენია. კარგად გათლილი ქვის საგულდაგულოდ ჰორიზონტალურ რიგებად წყობა XII საუკუნის შემდეგ აღარ გვხვდება და კრიპტაზე დაშენებული დარბაზის თარიღი მთავარი ტაძრის აგების შემდეგ (X საუკუნის შუა წლები) და XII საუკუნის დასაწყისით უნდა განისაზღვროს. ეს ჩვენთვის უჩვეულო ნაგებობაა, სნვა მონასტრებში ასეთი ნაგებობის არსებობა დღემდე არაა დადასტურებული.

მონასტრის სამრეკლო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამრეკლო მთავარი ტაძრის სამხრეთით, მისგან 5 მეტრის მოშორებით არის აგებული. გადარჩენილია სამრეკლოს პირველი სართული — ერთნავიანი ეკლესია-სამლოცველო. მეორე იარუსის სამრეკლოს ფანჩატურის საკმაოდ მოზრდილი ქვები იქვეა მიმოფანტული.

სამრეკლოს პირველი სართული შვერილაფსიდიან ეკლესია-სამლოცველოს წარმოადგენს. შვერილი აფსიდი გარედან ხუთკუთხედშია მოქცეული. სამრეკლოს გარე წყობა კარგად გათლილი ქვით არის ამოყვანილი. მომწვანო, მოწითალო, ღია და მუქი ნაცრისფერი ქვების წყობა სასიამოვნო კოლორიტს იძლევა, რომელიც აქა-იქ ჩასმული ინტენსიური ღვინისფერი ტუფით არის გაცოცხლებული.

სამლოცველოში ერთადერთი შესასვლელი, მთავარი ტაძრის მხრიდან, ჩრდილოეთის მხრიდან არის. კონსოლებზე დაყრდნობილი თაღით დარბაზის სივრცე ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. აფსიდი დაგრძელებულია მის მხრებთან გაერთიანებული, საკმათდ განიერი დაკიდული პილასტრებით. საკურთხევლის სარკმლის გარდა, შიდა სივრცე დამატებით ორი სარკმლით ნათდება: ერთი დასავლეთის კედლის შუა ნაწილშია გაჭრილი, მეორე სამხრეთის, მცირე ზომის სარკმელი საკმაოდ მაღლა, კამაროვანი გადახურვის ქუსლშია განთავსებული. აფსიდის სარკმლის მხოლოდ ქვედა ნაწილი არის შემორჩენილი. თაღების საბჯენი კაპიტელები მრავალნაწევრიანია. დარბაზი გადახურულია ოდნავ შეისრული ცილინდრული კამარით.

შვერილი აფსიდის მნიშვნელთვანი ნაწილი ჩამოშლილია და აღმოსავლეთის ფასადზე მსჯელობა ძნელია. ჩვენ საკურთხევლის სარკმლის საპირის ქვედა ნაწილი ვიპოვეთ. გრეხილი ლილვების წყვილით არის შემოკავებული საკირის ზედაპირის წნული ორნამენტაცია. სამხრეთის ფასადის დაუნაწევრებელ, გლუვ ზედაპირზე მცირე ზომის სარკმელი უმწეოდ გამოიყურება. ბრტყელი, ჰორიზონტალურკიდეებიანი თაღოვანი თავსართი უშუალოდ სარკმლის ღიობზეა „დამჯდარი“. თავსართი ადრეული და გარდამავალი ხანის ძეგლთა თავსართის მოხაზულობას იმეორებს, ოღონდ აქ ადრინდელი დახვეწილი მოხაზულობა და სიმსუბუქე აღარ შეიმჩნევა.

საყურადღებოა ჩრდილოეთისა და დასავლეთის ფასადები. ჩრდილოეთის ფასადის შუა ნაწილი დიდ თაღს უვავია, რომელიც თაროსა და ორი, ერთმანეთთან „გადანახვეული“, გლუვი ლილვებისაგან შედგენილ კაპიტელს ეყრდნობა. დასავლეთის ფასადის მთავარი აქცენტი მოჩუქურთმებულსაპირიანი, გლუვი ლილვებით მოჩარჩოებული სარკმელია.

შენობის ძირითადი მოცულობა კუბია, რომელსაც აღმოსავლეთიდან ხუთწახნაგა შვერილი აფსიდი ეკვრის. ჩრდილოეთის ფასადის მასიური თაღი მეორე სართულზე კვდრატული მოედნის შესაქმნელად გაავეთეს (ამ მოედნის ზომებია 5.3X5.3 მ). ეკლესიაში და მის გარშემო დაყრილი ორნამენტიანი ქვები ფორმითა და ზომით მხთლოდ სამრეკლოს ფანჩატურის ამოსაყვანად გამოდგება. მონასტერში სამრეკლოსათვის სხვა ნაგებობა არ არის. ანგარიშგასაწევია ერთნავიანი ეკლესიის ზედა სართულზე სპეციალურად შექმნილი კვადრატული მოვდანი, რომლის გამართლება მხოლთდ სამრეკლოს ფანჩატურის აგებით შეიმლება აიხსნას.

სამრეკლოს ორნამენტს ორი ოსტატი კვეთდა. პირველი ოსტატი, რომელსაც გაცილებით მეტი სამუშაო აქვს შესრულებული, ცოცხალ ნახატს იძლევა და მისი კვეთა უფრო ძარღვიანია, იგრძნობა XIII საუკუნის ქვაზე კვეთის ტრადიცია. მეორე ოსტატი (მან ფანჩატურის მნოლოდ ნაწილის შემკობაზე იმუშავა) შედარებით ხისტი, მშრალი ნახატით წარმოგვიდგება, მისი ჭრის ტექნიკაც საგრძნობლად ჩამორჩება პირველი ოსტატის შესრულებას. სამრეკლო, პირველი გაცნობისთანავე, სამცხის პოლიტიკურად დამოუკიდებელი ავტონომიური სამთავროს ადრეულ პერიოდის ხუროთმოძღვრების წრეში ექცევა.

აქ თვალსაჩინოა რეაქცია XII საუკუნის დასასრულისა და XIII საუკუნის პირველი ნახევრის დეკორაციულობის წინააღმდეგ, და, შენობის სიმცირის მიუხედავად, ის საფარა — ზარზმის პერიოდის ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელ მრავალ ნიშანს ატარებს.

აგარის მონასტრის სამრეკლოს საერთო სახე, ხუროთმოძღვრული ელემენტებისა და ორნამენტაციის შესწავლა ძეგლის აგებას XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე მიგვანიშნებს, შესაძლოა ეს თარიღი რამდენადმე XIII საუკუნის დასასრულისკენაც გადაიხაროს. ამ პერიოდის სამცხელი ოსტატები ხალისით ამუშავებდნენ ძველ მოტივებს. შვერილი აფსიდი და სამხრეთის სარკმლის თავსართი ძველი ხუროთმთძღვრების რემინისცენცია უნდა იყოს.

სამრევლოს მშენებელი თავისი დროის ხუროთმთძღვრებას კარგად იცნობს, იცავს ეპოქის სტილს, შემუშავებულ ნორმებს, თამამად აგებს იმ დროისათვის ახალი ტიპის არცთუ მარტივი კონსტრუქციის სამრეკლთს. აგარის მონასტრის სამრეკლო დღეისათვის შემორჩენილი ყველაზე ძველი აფსიდიანი სამრეკლოა, ხოლო სამრეკლოთა შორის ერთადერთია შვერილი აფსიდით.

დარბაზული ეკლესია მთავარი ტაძრის ჩრდილოეთით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დარბაზული ეკლესია (გარე ზომებია 6.1X4.0 მ.) ნაგებია ნატენი ქვით. ტაძარში აფსიდის კონქი, კრონშტეინები, საბჯენი თაღი და ცილინდრული კამარა თლილი ქვიშაქვით არის გამოყვანილი. ეკლესიაში ერთადერთი შესასვლელი კარი დასავლეთიდანაა, გარედან არქიტრავით, ხოლო შიგნიდან გადახურული ნახევარწრიული თაღით. ეკლესია აღმთსავლეთის (საკურთხევლის), ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებია გაჭრილი სამი სარკმლით ნათდება. საკურთხევლის სარკმლის თაღი ნალისებურ მოხაზულთბას უახლოვდება, ხოლო თავად ხვრელი ქვედა მხარეს განიერდება. საბჯენი კაპიტელები მრავალნაწილიანია, კაპიტელის ვერტიკალურ სიბრტყეზე ხერხისებური კბილანებით ან ბურთულებით შექმნილი ჰორიზონტალური დეკორია გამოყვანილი.

ინტერიერში დეკორატიული ელემენტების შეტანა ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრებისათვის ჩვეული მოვლენაა. წარსულში ტაძრის ინტერიერი მოსახატად იყო მომზადებული, დღეს ფერადოვანი ლაქების მნოლოდ მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. ამიტომ ყორე წყობა ინტერიერში მოულოდნელი არ ყოფილა. დეკორატიულ ელემენტებად მშენებელმა კაპიტელები გაიაზრა. ინტერიერში მონატულობისა და დეკორის ერთდროული გამოყენება X და XI საუკუნის დასაწყისის მოვლენაა.

საკურთხევლის სარკმლის ძირი შიდა მხარეს განიერდება, თაღი კი წრის 3/4-ს უახლოვდება. ეს საკურთხევლის სარკმლის გადაწყვეტის ძველი ფორმაა. უადრეს ძეგლებში წირთხლები პარალელურია, ძირის გაგანიერება გარდამავალი ხანის მეორე ნახევრიდან იწყება და XI საუკუნის დასასრულამდე გვხვდება მთის არქიტექტურაში.

დარბაზული ეკლესია მთავარი ტაძრის შემდეგაა აგებული და უფრო XI საუკუნის პირველ ნახევარს მიეკუთვნება.

დარბაზული ეკლესია მთავარი ტაძრის სამხრეთით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი ტაძრის სამხრეთით აგებულია მცირე ზომის დარბაზული ეკლესია (გარე ზომები 6.1X3.9 მ.). ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდან არის. დღეს კარის ღიობი განგრეულია, თუმცა მისი შემორჩენილი ფრაგმენტებით მისი თავდაპირველი სახის აღდგენა დიდი სიზუსტითა შეიძლება. კარი კედელზე ჩრდილთეთით იყო გაწეული. ეკლესიის აფსიდი, ცილინდრული კამარა, საბჯენი თადი და დაკიდული პილასტრები თლილი ქვით არის ამოყვანილი. კედლები, შედარებით უნეშად, ფლეთილი ქვის წყობითაა. აქაც ინტერიერი მთლიანად შელესილი და მოხატული იქნებოდა. ეკლესია სამი სარკმლით ნათდება. თითო სარკმელი აღმოსავლეთის, სამხრეთისა და დასავლეთის კედლებშია გაჭრილი. ეკლესიის დასავლეთის კედელზე ცილინდრული კამარის საბჯენი თაღია, რომელიც შეკიდულ პილასტრებზეა დაბჯენილი.

მონასტერში ამ ეკლესიის მდებარეობა მის აგებას სატრაპეზოს დასრულების შემდეგ გვაფიქრებინებს (სხვა შემთნვევაში მშენებელი ამ ეკლესიას მთავარი ტაძრისვენ გაწევდა). ევლესიის სადა, მარტივი კაპიტელები გარდამავალი ხანის დასასრულს გამორიცხავს. დასავლეთის კედელზე მიბჯენილი კრონშტეინები საბჯენი თაღით და დაკიდული პილასტრები მათზე დაბჯენილი თაღით XII საუკუნის შემდეგ აღარ გვხვდება. ევლესია სავარაუდოდ XI-XII საუვუნეებში უნდა იყოს ნაგები, უფრო კი XI საუკუნის დასასრულის ნაგებობა უნდა იყოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მარსაგიშვილი გ., „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, ურავლის აგარის მონასტერი, თბ., 2013, გვ. 544-560

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ასლანიშვილი ს., ძველი საქართველო: სამცხე საათაბაგო, ჟურნ. „ცხოვრება და მეცნიერება“, ქუთაისი, 1914, გვ. 126-127