უჟმურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უჟმურა
უჟმურა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Geranium robertianum L

უჟმურა (ლათ. Geranium robertianum) — ერთ­ ან­ ორწლიანი ბალახოვანი­ მცენარეა. ­სიმაღლე­ –­ 1540 ­სმ. ­ღერო­ სუსტია, ­წამოწეული და­ დატოტვილი, ­ზედა ნაწილში­ ჯირკვლოვანი ბეწვით­ შემოსილი. ფოთლის ფირფიტა ­ხუთკუთხოვანია, ­თითქმის ­ძირამდეა­ გაყოფილი მოგრძო კვერცხისებურ­ 5­ სეგმენტად. საყვავილე­ ღერძები იღლიურია. გვირგვინის ფურცლები ­მეწამული ფერისაა, ზოგჯერ­ მოთეთრო­ ზოლებით.­ ყვ.­ ნაყ.­ V­VIII.­ იზრდება დაბლობიდან­ სუბალპურ­ სარტყლამდე, ტენიან,­ დაჩრდილულ ადგილებში,­ ხევებში, მდინარეთა­ და­ რუების ნაპირებზე.­ გავრცელებულია ­მთელ საქართველოში.­ გავრცელების­ საერთო ­არეალი ­მოიცავს­ კავკასიას, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ­ ევროპას, ­ირანს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]