უნიფეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უნიფეი
ტიპი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
დარგი ფინანსური ტექნოლოგიები
დაფუძნდა 2011
სათავო ოფისი საქართველო
მმართველი
კობა ქურდაძე
(გენერალური დირექტორი)
პროდუქცია ელექტრონული საფულე, ონლაინ გადახდების სისტემა, ელექტრონული კომერცია
თანამშრომელი 100
საიტი unipay.com

UniPAY — ელექტრონული საგადასახადო სისტემა. კომპანია უნიფეი ახორციელებს თანხის გადარიცხვის ოპერაციებს ინტერნეტის საშუალებით. 2011 წლიდან, საქართველოში ავითარებს ელექტრონული კომერციის მიმართულებას და ბიზნეს სექტორს სთავაზობს ადგილობრივ და საერთაშორისო გადახდის სისტემების ინტეგრაციის საშუალებას.

უნიფეი ოფიციალურად რეგისტრირებულია, როგორც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესის“ შესაბამისად. სარეგისტრაციო ნომერი 0007 - 9004.

კომპანია დაარსდა 2011 წელს, საქართველოში, თბილისში. კომპანიის მიზანი იყო შეექმნა მარტივი და ტექნოლოგიურად გამართული ელექტრონული გადახდების სისტემა. პირველივე წელს, კომპანიამ წარადგინა ელექტრონული საფულის სერვისები, რისი მეშვეობითაც მომხმარებელს შეეძლო განეხორციელებინა ელექტრონული თანხის მიღება, გაგზავნა და გადახდა. 2013 წელს კომპანიამ დაანონსა ელ. კომერციის მიმართულება unipay checkout, რომელიც მიზნად ისახავდა პოპულარულ ელ კომერციის პლატფორმებში ონლაინ გადახდების ინტეგრაციას. კომპანია უნიფეიმ პარტნიორობა დაამყარა 12-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ ელ კომერციის პლატფორმებთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]