ულპია-ტრაიანა-სარმიზეგეტუზა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი ტაძარი

ულპია-ტრაიანა-სარმიზეგეტუზა (ლათ. Colonia Ulpia Traiana Augusta Dacica Sarmizegetusa) — რომაული დაკიის დედაქალაქი. სახელწოდება მიიღო იმპერატორ ტრაიანეს პატივსაცემად. II საუკუნის დასასრულს ქალაქის ფართობი 30 ჰა, ხოლო მოსახლეობა 30 000 იყო.

დაარსებულია დაახლოებით 106–111 წლებში. თავდაპირველად იყო რომის უმთავრესი სამხედრო ბანაკი. აქ მდებარეობდა რომის იმპერიის მეხუთე მაკედონური რეგიონი.

რომაელების წასვლის შემდეგ ქალაქმა სწრაფად დაიწყო დაქვეითება და V საუკუნეში თითქმის გაუკაცრიელდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: