უგარითი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან უგარიტი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უგარითის სამეფო სასახლის ჭიშკარი

უგარითი — ძველი სავაჭრო ქალაქ-სახელმწიფო სირიაში. მისი ნაქალაქევი იყო აღმოჩენილი ფრანგი არქეოლოგების მიერ 1929—1939 და 1948-1963 წლებში რას-შამრას გათხრების დროს. მდებარეობს ლატაკიის (სირიის) ჩრდილოეთით 12 კმ-ით, დაახლოებით 1 კილომეტრით დაშორებულია ხმელთაშუა ზღვისგან.

ძვ. წ. II ათასწლეულიდან უგარითი პერიოდულად განიცდიდა ეგვიპტეს გავლენას. ახლო აღმოსავლეთში იყო საერთაშორისო ვაჭრობის მთავარი ცენტრი. უგარითის მეფე მართავდა მიახლოებით 180 მიწათმოქმედ გაერთიანებას. კერამიკა ცხადყოფს ძლიერ მეკენურ-კვიპრულ გავლენას (კერამოკაზე აღმოჩენილია მეკენურ-კვიპრული წარწერები). ძვ. წ. XIV საუკუნეში უგარითი ქეტების მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა. ძვ. წ. XIV საუკუნეში უგარითი განადგურდა ზღვის ხალხების შემოსევით და ძვ. წ. XII საუკუნის დასაწყისის მიწისძვრებით.

გათხრების შედეგად აღმოჩენილია უზარმაზარი სამეფო სასახლის ნანგრევები და ბიბლიოთეკები (უგარიტული დამწერლობის ნიმუშების დიდი რაოდენობით (დაახლოებით ძვ. წ. 1450-1200 წლებში) აღმოჩნდა აქამდე უცნობი რელიგიურ-მითოლოგიური ლიტერატურა, რომელშიც არის პარალელები სანქონიატონის ნაამბობიდან და ძველი აღთქმიდან. გარდა უნგარულის, აგრეთვე ლაპარაკობდნენ აქადურ, შუმერულ და ქურიტულ ენებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Astour, Michael C. "Ugarit and the Great Powers." In Ugarit in Retrospect: Fifty Years of Ugarit and Ugaritic. Edited by G. D. Young, 3-29. Winona Lake, Ind.: Eisenbrauns, 1981.
  • Curtis, Adrian. Ugarit (Ras Shamra). Cities of the Biblical World. Grand Rapids: Eerdmans, 1985.
  • Drower, Margaret S. "Syria c. 1550-1400 B.C." In The Cambridge Ancient History. Vol. 2, Part 1: History of the Middle East and the Aegean Region c. 1800—1380 B.C. Edited by I. E. S. Edwards et al., 417-525. 3rd ed. Cambridge: Cambridge Univ. Press, 1973.
  • Drower, Margaret S. "Ugarit in the Fourteenth and Thirteenth Centuries B.C." In The Cambridge Ancient History. Vol. 2, Part 2: History of the Middle East and the Aegean Region c. 1380—1000 B.C. Edited by I. E. S. Edwards et al., 130-60. 3rd ed. Cambridge: Cambridge Univ. Press, 1975.
  • Gray, John. The Legacy of Canaan: The Ras Shamra Texts and Their Relevance to the Old Testament. Rev. ed. Vetus Testamentum Supplements 5. Leiden: Brill, 1965.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: