ტყემლოვანის ნაეკლესიარი და ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტყემლოვანის ნაეკლესიარი და ნასოფლარიარქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანიდან 4 კილომეტრზე, მთის ზეგანზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ფართობი არის 3 ჰექტარი. შეინიშნება ნაგებობის ნაშთები და ნაეკლესიარი, რომელსაც შემოვლებული ჰქონია ქვის ციკლოპური წყობის გალავანი. კულტურული ფენები დაფარულია მიწის სქელი ფენით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]