ტუშურების წმინდა გიორგის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტუშურების წმინდა გიორგის ხატი — საკულტო ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურების სამხრეთით, 0,5 კილომეტრზე. აგებულია XlX საუკუნეში. გეგმით კვადრატულ (1x1 მეტრი), ნატეხი ქვით ნაგებ ოთხწახნაგა პრიზმის მაგვარ მასიურ პოსტამენტზე (სიმაღლე 1,6 მეტრი) დადგმულია მთლიანად კვადრატული აგურით ნაგები ოთხწახნაგა ფანჩატური (სიმაღლე 2,5-2,7 მეტრი). ქვედა ნაწილის აღმოსავლეთ და დასავლეთ წახნაგებში, მიწის დონეზე, თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. ჩრდილო წახნაგის ზედა ნახევარში, ერთიმეორის თავზე, განლაგებულია ორი სწორკუთხა ნიში. მათგან ზედა ნიშის ფუძის დონეზე (წახნაგის მარჯვენა ნაწილში) ჩასმულია თიხის მილი. ფანჩატური, ქვედა ნაწილთან შედარებით, ოდნავ ვიწროა და მაღალი. მის ოთხივე კუთხეში დადგმულია თითო კვადრატული ბურჯი, რომელსაც ნახევარწრიული თაღები ეყრდნობა. ფანჩატური ვიწრო ლავგარდნითაა დასრულებული, რომელიც წყობიდან კუთხით შვერილი აგურებითაა შედგენილი. ნაგებობა გადახურულია აგურით ნაწყობი პირამიდული ფორმის სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]