ტუშურების ეკლესია და კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტუშურების ეკლესია და კოშკიარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურების სამხრეთ-დასავლეთით, თავლაღად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5,8x4 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით. ორივე მხრიდან ბრტყლად გადახურული შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. საკურთხეველი დარბაზისგან გამიჯნულია კანკელით (შემორჩენილია 1 მეტრ სიმაღლეზე). კედლებს მთელ სიგრძეზე გასდევს საფეხური. ეკლესია გადახურულია ღარიანი კრამიტით. კოშკი ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეზეა მიშენებული. იგი გეგმით კვადრატულია (3,2x3,2 მეტრი), ოთხსართულიანი; ნაგებია ნატეხი ქვით. l სართულის აღმოსავლეთ კედელში სწორკუთხა კარია. ll სართულის დასავლეთ კედლის შუა ნაწილში - ვიწრო სარკმელი. ორივე სართულს ხის ბრტყელი გადახურვა აქვს. lll სართულის სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია. lV სართულის სამხრეთ კედელში გაჭრილი კარი ხის აივანზე (ამჟამად ჩამოშლილია) გადიოდა. თითო სარკმელი ჩრდილო, დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებშია. ამ სართულის კამაროვანი გადახურვა ჩრდილო და სამხრეთ კედლებს ეყრდნობა. სართულები ერთმანეთს სართულშუა გადახურვებში მოწყობილი თითო პატარა ოთხკუთხა ხვრელით უკავშირდება. სახურავი ორფერდაა და შესაძლოა ფიქლით იყო გადახურული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]