ტურფასებრნი (ლათ.Calopterygidae) — თანაბარფრთიანი ნემსიყლაპიების (Zygoptera) ოჯახი. აქვთ ფართო, ძლიერ ფოროვანი ფრთები, რომელთა შლილი 60–75 მმ-ია. მამლის სხეულის შეფერილობა ჩვეულებრივ ლითონისებრად მბზინავი ლურჯია; სახელი ეწოდებათ ლამაზი შესახედაობის გამო. ცნობილია 170-ზე მეტი სახეობა. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე.[1]საქართველოში აღსანიშნავია სამეგრელოს ტურფა (Calopteryx mingrelika), რომელიც კავკასიის ენდემური სახეობაა[2] და შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“.[3] მამლებისათვის დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული ტერიტორიული ქცევა წყალთან. მატლები მდინარი წყლების ბინადრები არიან.[1]