ნემსიყლაპიები
| ნემსიყლაპიები | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Odonata | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
|
|
ნემსიყლაპიები (Odonata) — მტაცებელი მწერების რიგი. მათი სხეულის სიგრძე 13 სმ აღქევს. აქვთ მოძრავი თავი, დიდი თვალები, უხვად დაძარღვული, გამჭვირვალე 4 ფრთა, კოპულირებენ ფრენის დროს. კვერცხებს დებენ წყალში ან წყლის მცენარეების ქსოვილებში. მატლები ვითარდებიან წყალში, სუნთქავენ ლაყუჩებით. ახასიათებთ არასრული გარდაქმნა. ნემსიყლაპიების მატლს აქვს ძლიერ წაგრძელებული ქვედა ტუჩი, რომელიც მსხვერპლის დასაჭერ ორგანოს — ნიღაბს ქმნის. პირის აპარატი მღრღნელია. იკვებებიან წყლის მწერების მატლებით. რიგში 4500 სახეობაა. ჩვენში, უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოში, ნემსიყლაპიები საკმაოდ ფართოდ არიან გავრცელებული. დასავლეთ საქართველოში დაბლობებსა და ზეგნების ზონაში გვხვდება. უფრო მარა სახეობათა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია. ანადგურებენ კოღოებს, მუმლს და სხვა მავნე მწერებს, ავრცელებენ პროტოგონიმოზს — შინაური ფრინველის საშიშ დაავადებას.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 377, თბ., 1984 წელი.
- საქართველოს ცხოველთა სამყარო, ტ. 2, თბ., 1964;
- ყურაშვილი ბ., უხერხემლოთა ზოოლოგია, გამოც. მე-2, თბ., 1980;