ტულუზის საგრაფო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტულუზის საგრაფო საფრანგეთის რუკაზე.

ტულუზის საგრაფო — ფეოდალური სახელმწიფო სამხრეთ საფრანგეთში (IX საუკუნის შუა წლები– XIII საუკუნე), დედაქალაქი – ტულუზა. იმისათვის, რომ შეენარჩუნებინათ დამოუკიდებლობა, ტულუზის გრაფები ებრძოდნენ საფრანგეთის, ინგლისის მეფეებს, პაპობას. ხმელთაშუა ზღვის ვაჭრობაში მონაწილეობის შედეგად ტულუზის საგრაფოს მრავალმა ქალაქმა დიდ ეკონომიკურ აღმასვლას მიაღწია. XII-XIII საუკუნეებში ტულუზის საგრაფო ალბიგოელების მწვალებლობის გავრცელების ძირითადი რაიონი იყო. 1229 წელს ნაწილობრივ, ხოლო 1271 წლიდან იგი მთლიანად საფრანგეთის მეფის დომენს შეუერთდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]