ტრეპელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრეპელი (გერმ. Tripel) — წვრილფორიანი ფხვიერი ან სუსტად შეცემენტებული დანალექი ქანი. უმთავრესად შედგება ოპალის, ზოგჯერ ქალცედონის სფერული ფორმის 0,01-0,02 მმ ზომის ნაწილაკების — გლობულებისაგან. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 1-3; სიმკვრივე 2000-3000 კგ/მ³. მეტად მსუბუქია. წარმოიქმნება ბიოქიმიური გზით. იყენებენ საიზოლაციო, აბრაზიულ და საშენ მასალად, აგრეთვე როგორც შთანთქმელს და კატალიზატორს.

სახელი ეწოდა ჩრდილოეთ აფრიკის ქალაქ ტრიპოლის (Tripoli) სახელწოდების მიხედვით.

ლიტერატურა[რედაქტირება]