ტრანზისტორული რადიომიმღები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პირველი ტრანზისტორული რადიომიმღების, Regency TR-1-ის პროტოტიპი.

ტრანზისტორული რადიომიმღები — მცირე ზომის ტრანზისტორებით აწყობილი რადიოტალღების დამჭერი აპარატი, 540-1600 კილოჰერც AM დიაპაზონში მუშაობს. ტრანზისტორული რადიომიმღებში ელექტრული სიგნალები ძლიერდება, გარდაიქმნება და დეტექტირდება ნახევრადგამტარიანი ხელსაწყოებით (უმთავრესად ნეხავრადგამტარიანი დიოდით და ტრანზისტორით).

ტერმინი „ტრანზისტორული რადიომიმღები“ გავრცელდა XX საუკუნის 50-იან წლებში. პირველი ტრანზისტორული რადიომიმღებით მიღებულია მხოლოდ ამპლიტუდა-მოდულირებული სიგნალები (კილომეტრული და ჰექტომეტრული ტალღების დიაპაზონში). 60-იან წლების ბოლოს დამზადებული ტრანზისტორული რადიომიმღებით შესაძლებელი გახდა სიხშირე-მოდულირებული რხევების მიღება ულტრამოკლე ტალღების დიაპაზონში. 70-იან წლებში მრეწველობის მიერ გამოშვებული რადიომიმღების უმრავლესობა ტრანზისტორულია. ტრანზისტორების გამოყენება რადიომიმღებების მასისა და გაბარიტის მნიშვნელოვანი შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ამის გამო გავრცელდა პორტატიული, ჯიბისა და მინიატურული ტრანზისტორული რადიომიმღებები. მიკროელექტრონიკის განვითარების შედეგად შესაძლებელი გახდა დისკრეტულ ნახევრად გამტარებზე დამზადებული ტრანზისტორული რადიომიმღების შეცვლა ისეთი ტრანზისტორული რადიომიმღებით, რომელშიც გამოყენებულია მოდულები და ინტეგრალური სქემები, ამის შედეგად ამაღლდა ტრანზისტორული რადიომიმღების მუშობის ხარისხი და მისი ექსპლოატაცია უფრო მოხერხებული გახდა.

ისტორია[რედაქტირება]

1953 წელს ინტერმეტალმა წარადგინა შესაძლოა ისტორიაში პირველი ტრანზისტორული პორტატიული რადიო დიუსელდორფის რადიოგამოფენაზე. პირველი კომერციული ტრანზისტორული რადიომიმღები Regency TR-1 გამოუშვა 1954 წლის 18 ოქტომბერს ინდიანაპოლისის ინდუსტრიული განვითარების საინჟინრო ასოციაციის რეჯენსის განყოფილებამ (მოგვიანებით გადაერქვა ტექსას ინსტრუმენტსი. მისი ფასი იყო $49.99 (2005 წლის ამ. დოლარებში $361-ის ეკვივალენტი) და თითქმის 150.000 ცალი გაიყიდა. რაითეონის და ზენიტის ტრანზისტორული რადიოებიც მალევე გამოვიდა, თუმცა უფრო მეტი ღირდა. პირველი იაპონური მოდელებიც (1957) $30-ზე მეტი ღირდა. შესაბამისად ტრანზისტორულმა რადიომიმღებებმა მასიური პოპულარობა ვერ მოიპოვა 1960-იან წლებამდე, როდესაც ზოგიერთ მოდელზე ფასი $20-მდე დავარდა, შემდეგ კი $10-მდე ჰონკონგიდან იაფფასიანი მოდელების შემოტანით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]