ტრაიან ბესესკუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრაიან ბესესკუ
ტრაიან ბესესკუ
რუმინეთის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა 20 დეკემბერი, 2004
წინამორბედი იონ ილიესკუ

თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 ივნისი, 2000 – 20 დეკემბერი, 2004
წინამორბედი ვიორელ ლისი
მემკვიდრე ანდრიან ვიდიანუ

დაბადებული 4 ნოემბერი, 1952
მურფატლარი, რუმინეთი
პოლიტიკური პარტია კომუნისტური პარტია (1989 წლამდე)
ეროვნული ხსნის პარტია (1989-1992)
დემოკრატიული პარტია (1992-2004)
დამოუკიდებელი (2004-დან)
მეუღლე მარია ბესესკუ
განათლება კოლკატის უნივერსიტეტი
რელიგია მართლმადიდებელი
ხელმოწერა Signature of Traian Băsescu.png

ტრაიან ბესესკუ (რუმ. Traian Băsescu; დ. 4 ნოემბერი, 1951, მურფატლარი, რუმინეთი) — რუმინელი პოლიტიკოსი. 2004 წლის 20 დეკემბრიდან რუმინეთის პრეზიდენტი. პრეზიდენტობამდე იყო ბუქარესტის მერი (2000-2004 წწ.).

2007 წლის 19 აპრილს რუმინეთის პარლამენტმა კენჭი უყარა ბესესკუს იმპიჩმენტს. მომდევნო დღეს შედეგი დაადასტურა რუმინთის საკონსტიტუციო სასამართლომ. ბესესკუს პრეზიდენტობის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა 2007 წლის 20 მაისს დანიშნულმა საყოველთაო რეფერენდუმმა. მონაწილეთა უმრავლესობამ გადაწყვიტა ბესესკუს გაეგრძელებინა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება.

2012 წლის 6 ივლისს რუმინეთის პარლამენტი მიემხრო პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. მმართველი მემარცხენე პარტიის, ლიბერალურ-სოციალური კავშირის კანონმდებლები და მათი მოკავშირეები ბასესკუს ბრალად სდებდნენ უფლებამოსილების გადაჭარბებას 2010 წელს მომჭირნეობის მკაცრი ზომების გამოცხადებით[1]. რეფერენდუმი დაინიშნა 29 ივლისისათვის, რომელზეც პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ ხმა მისცა 88.7 %-მა, თუმცა ელექტორატის არასაკმარისი რაოდენობის მონაწილეობის გამო რეფერენდუმის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი და ბესესკუ გადაუჩა იმპიჩმენტს[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]