ტრავიანსკოეს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრავიანსკოეს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია
ტრავიანსკოეს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია — რუსეთი
ტრავიანსკოეს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°25′50″ ჩ. გ. 62°02′17″ ა. გ. / 56.43056° ჩ. გ. 62.03806° ა. გ. / 56.43056; 62.03806
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ტრავიანსკოე, სვერდლოვსკის ოლქი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 661710759350005
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნე

ტრავიანსკოეს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია (რუს. Храм Введения Пресвятой Богородицы во Храм) — მართლმადიდებლური ტაძარი სვერდლოვსკის ოლქში, სოფელ ტრავიანსკოეში. ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა 1832-1837 წლებში. სვერდლოვსკის ოლქის მთავრობის 2001 წლის 28 დეკემბრის № 859-ПП დადგენილების მიხედვით მიენიჭა რეგიონალური მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლის სტატუსი[1].

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს კამენსკის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხის ეკლესის მშენებლობა ქვის ფუნდამენტზე დაიწყეს 1751 წელს, ძველი ხისგან აგებული და უკვე დანგრეული სამლოცველოს ადგილზე. ეკლესია 1753 წელს აკურთხეს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელზე. ტაძრის მრევლს მიეკუთვნებოდა შემდეგი დასახლებული პუნქტების მოსახლეობა: ტრავიანსკოე, ბოლშაია-გრიაზნუხა (ადრე ერქვა კარპუშინო), ასევე სოფლები მონასტირკა, ლუგა, კოსტილიოვა, სუვორი. 1847 წელს ეკლესია გაიყიდა სოფელ ვოლკოვოს მცხოვრებლებზე თავისი კანკელითა და ხატებით, ხოლო მის ადგილზე, ქვის ფუნდამენტზე აღმართეს თუჯის ქანდაკება წარწერით „1741-დან 1849-მდე“. ეს თარიღები აღნიშნავდა ტაძრის არსებობის პერიოდს[2].

1832 წელს დაიწყო და 1837 წელს დაასრულეს ტაძრის ახალი ქვის შენობა. ეს ტაძარიც ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელზე იყო ნაკურთხი. ჩრდილოეთის ეგვტერი უფლის ნათლისღების სახელზე აკურთხეს, ხოლო სამხრეთისა - პროკოფი სასწაულთმოქმედის სახელზე. ამის გამო 21 ივლისი, პროკოფის ხსენების დღე, ითვლებოდა ტაძრის დღესასწაულად. ჩრდილოეთის ეგვტერი აკურთხეს 1837 წელს, ხოლო სამხრეთისა - 1848 წელს, მთავარი ტაძარი კი აკურთხეს - 1845 წელს. ტაძარს ასევე მიაშენეს სამრეკლო გასასვლელის გარეშე. ტაძრის გარშემო ააშენეს ქვის გალავანი მარმარილოს ბოძებით და ორი ქვის პირამიდისებური კოშკით, რომლებსაც გამოიყენებდნენ სხვადასხვა საეკლესიო ქონების შესანხად. ტაძრის მსახურთა შემადგენლობა იყო ორი მღვდელი, დიაკვანი და ორი მეფსალმუნე, რომლებიც განთავსებულები იყვნენ სამ კელიაში[2].

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია აგებულია კლასიციზმის სტილში. ავტორობა მიეწერება ურალელ არქიტექტორს მიხაილ მალახოვს.

1918 წლის 8 ივლისს წითელარმიელებმა ეკლესიის მღვდელი ალექსანდრე ივანეს ძე პოპოვი მოკლეს. იგი დაკრძალეს ძმათა სასაფლაოზე სადაც განისვენებდა ცხრა მოკლული მრევლის წევრიც. იგი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2002 წლის 17 ივლისის დადგენილებით შერაცხეს წმინდანად. საბჭოთა ხელისუფლების მსხვერპლი გახდა ასევე მეორე მღვდელიც ვიქტორინ რებრინი, რომელსაც 1937 წლის 4 ნოემბერს მიუსაჯეს დახვრეტა[3].

ეკლესია საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა 1936 წელს, შენობა წლების განმავლობაში გამოიყენებოდა სამრეწველო სათავსოდ, შემდეგ კი ჩამოინგრა. ამჟამად ეკლესია ნახევრადდანგრეულ მდგომარეობაშია. იატაკი აყრილია. კედლებზე შემონახულია რამდენიმე ფრესკა[4].

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია არის გვიანი კლასიციზმის ძეგლი[5]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Свод памятников истории и культуры Свердловской области / ред. В.Е.Звагельская. — Екатеринбург: Сократ, 2008. — Т. 2. — С. 333—335. — ISBN 978-5-88664-323-7.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Постановление Правительства Свердловской области № 859-ПП от 28 декабря 2001 года. Электронный фонд правовой и нормативно-технической документации. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-13. ციტირების თარიღი: 2018-04-13.
  2. 2.0 2.1 Травянское село // Приходы и церкви Екатеринбургской епархии. — Екатеринбург: Братство Св. Праведного Симеона Верхотурского Чудотворца, 1902. — С. 647.
  3. Травянский новомученик. Православная газета
  4. Бурлакова Н.Н. Забытые храмы Свердловской области. — Екатеринбург: Сократ, 2011. — С. 142—143. — ISBN 978-5-88664-395-4.
  5. Свод памятников истории и культуры Свердловской области / ред. В.Е.Звагельская. — Екатеринбург: Сократ, 2008. — Т. 2. — С. 333—335. — ISBN 978-5-88664-323-7.