ტორფის ხავსები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტორფის ხავსები
SphagnumFallax.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ხავსისნაირნი
კლასი: ღეროფოთლოვანი ხავსები
ქვეკლასი: სფაგნიდები
გვარი: ტორფის ხავსები
ლათინური სახელი
Sphagnum

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ტორფის ხავსები სფაგნუმი (ლათ. Sphagnum) — ღეროფოთლოვანი ხავსების კლასის სფაგნიდების (Sphagnidae) ქვეკლასის ერთადერთი გვარი. აერთიანებს 320 სახეობას. საქართველოში გვხვდება 26 სახეობა. უმთავრესად ჭაობის ხავსებია, დიდი ზომის, მოთეთრო-მომწვანო, რუხი ან მოწითალო. ღეროს არა აქვს რიზოიდები, ტოტისა და ღეროს ფოთლები უძარღვოა, შეიცავს ქლოროფილიან და წყლის შემცველ (ჰიალინურ) უჯრედებს. იზრდება ხშირი და მკვრივი კორდების სახით. ქმნის სფაგნუმიან ჭაობებს, რომელთაც განსაკუთრებით დიდი ფართობი იკავიათ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში გვხვდება კოლხეთსა და მთიანეთში (ძირითადად Sphagnum cuspidatum, Sphagnum centrale, Sphagnum palustre და სხვა).

ლიტერატურა[რედაქტირება]