ტოლწამწამიანები
ტოლწამწამიანები (ლათ. Holotricha) — უმარტივესთა რიგი (ან ქვეკლასი) ინფუზორიების კლასისა. ტოლწამწამიანების სხეული დაფარულია წამწამებით; ხახაში ზოგჯერ უვითარდებათ ტალღისებრი აპკი. აერთიანებს 3 ათასამდე სახეობას. ბინადრობენ მტკნარ წყალსა და ზღვაში. ტიპობრივი წარმომადგენელია ლათ. Paramecium-ის გვარის სახეობა — ქალამანა (ლათ. Paramecium caudatum). არიან როგორც მტაცებლები, ისე პარაზიტები. თევზის პარაზიტია იქთიოფთირიუსი — ლათ. Ichthyopthirius multiffiliis.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 15.