ტისტა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტისტა
BD Map Rivers of North Bengal2.jpg
ქვეყნები ინდოეთის დროშა ინდოეთი, ბანგლადეშის დროშა ბანგლადეში
სათავე ჰიმალაები, ჩო-ლამუს ტბა
სიგრძე 309 კმ
აუზის ფართობი 12 540 კმ²
მდინარე ტისტა

ტისტა (ბენგალ. তিস্তা) — მდინარე ინდოეთსა და ბანგლადეშში, ბრაჰმაპუტრის შენაკადი. სათავეს იღებს ინდოეთის შტატ სიკიმში, გადაკვეთს მის თითქმის მთლიან ტერიტორიას. ზურმუხტისფერი მდინარე აყალიბებს საზღვარს სიკიმსა და დასავლეთ ბენგალს შორის, რის შემდეგაც ბანგლადეშის ტერიტორიაზე ბრაჰმაპუტრას ერწყმის. მისი სიგრძე 309 კმ-ია, აუზის ფართობი — 12 540 კმ².

მდინარე სათავეს იღებს სიკიმის შტატში, ჰიმალაის მთებში, ჩო-ლამუს ტბიდან, ზღვის დონიდან 5 330 მეტრზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტისტა&oldid=2405066“-დან