ტიპუ სულთანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიპუ სულთანი

ტიპუ სულთანი (კანნადა ಟಿಪ್ಪು ಸುಲ್ತಾನ್, ურდუ سلطان فتح علی خان ٹیپو) — (1750 წელი, დევანაჰალი —1799 წელი, სერინგაპატამი), ცნობილი, ასევე, როგორც მაისურის ვეფხვი — მაისურის სამეფოს დე-ფაქტო მმართველი. ის იყო ჰაიდარ ალის, მაისურის სამეფოს არმიის ოფიცრის და მისი მეორე ცოლის, ფატიმას (იგივე ფაჰრ-უნ-ნისის) ვაჟი. მან მიიღო მთელი რიგი საპატიო წოდებები, ასევე ცნობილია, როგორც — სულთანი ფათიჰ ალი ხან შაჰაბი, ტიპუ საჰიბ ბაჰადურ–ხანი, ტიპუ სულთან ფათიჰ ან ბაჰადურ ჰან ტიპუ სულთანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიპუს ბავშვობაში მამამ ჰაიდარ ალიმ ხელში ჩაიგო მაისურის სამეფოს მმართველობა. მამის სიკვდილის შემდეგ ის გახდა სამეფოს მმართველი. მმართველობასთან ერთად, ტიპუ იყო სწავლული, მხედართმთავარი და პოეტი. იგი სარწმუნოებით მუსლიმი იყო, ხოლო მისი ქვეშევრდომების უმრავლესობა ინდუსი. ფრანგების თხოვნით, მან ააგო, აგრეთვე, პირველი ქრისტიანული ტაძარი მაისურის სამეფოში. იცოდა რამდენიმე ენა. ტიპუ სულთანს მიაკუთვნებენ ქვეყნის გასაძლერებლად მთელი რიგი ადმინისტრაციული და სამხედრო რეფორმების გატარებას მაისურის სამეფოში.ტიპუმ რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ანგლო–მაისურის ომებში ინგლისელი დამპყრობლების წინააღმდეგ და მამის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, აიძულა ინგლისელები 1784 წელს ხელი მოეწერათ მანგალორეს ხელშეკრულებისათვის.

ის აქტიურად ეწეოდა თავისი მეზობლების წინააღმდეგ ექსპანსიონისტურ პოლიტიკას. სასტიკად ახშობდა აჯანყებებს სამეფოს ფარგლებში, რაც მთელი ერების დეპორტირებითა და ციხეში ჩასმითაც კი მთავრდებოდა. ტიპუ ინგლისელთა შეურიგებელ მტრად რჩებოდა. 1789 წლისათვის იგი დამარცხდა ანგლო–მაისურის მესამე ომში და იძულებული გახდა ხელი მოეწერა დამამცირებელი ზავისთვის. დაკარგა რა ადრე მოპოვებული ტერიტორიების ნაწილი, კერძოდ, მალაბარი და მანგალორე, მან ინგლისელთა წინააღმდეგ კოალიციის შექმნა შესთავაზა ოსმალეთის იმპერიას და ფრანგებსაც კი. ანგლო-მაისურის მეოთხე ომის დროს ტიპუ სულთანის წინააღმდეგ გაერთიანდა ოსტ-ინდოეთის კომპანია და ჰაიდარაბადის ნიზამი. ტიპუ სულთანი მოკლულ იქნა ბრძოლაში სერინგაპატამის ციხის დაცვისას 1799 წლის 4 მაისს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]