ტაჰო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაჰო
ტაჰო
ტაჰო
კოორდინატები: 39°00′ ჩ. გ. 120°00′ დ. გ. / 39.000° ჩ. გ. 120.000° დ. გ. / 39.000; -120.000
სიმაღლე ზღვის დონიდან 1899 
ფართობი 495 კმ²
მოცულობა 151 კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 114 კმ
მაქსიმალური სიღრმე 501 
საშუალო სიღრმე 305 
გამომდინარე მდინარე ტრეკი

ტაჰო მდებარეობა აშშ

Blue pog.svg
Commons-logo.svg ამ თემაზე ვიკისაწყობში

ტაჰო (ინგლ. Lake Tahoe) — მტკნარწყლიანი ტბა ჩრდილოეთ ამერიკაში, აშშ-ის დასავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული თვალსაზრისით, მოქცეულია კალიფორნიისა და ნევადის შტატების საზღვარზე. მდებარეობს სიერა-ნევადის მთებში, ზღვის დონიდან 1899 მ სიმაღლეზე. ფართობი 495 კმ², წყლის მოცულობა 151 კმ³, საშუალო სიღრმე 305 მ, მაქსიმალური სიღრმე 501 მ. მყინვარულ-ტექტონიკური წარმოშობისაა. ტბის ქვაბული წარმოიშვა დაახლოებით 2 მლნ. წლის წინ. ტბის მთელ პერიმეტრზე გადის ავტოგზები. სანაპირო ხაზის დიდი ნაწილი მოქცეულია კალიფორნიის შტატის პარკების ფარგლებში. ტაჰო — ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი ალპური ტბაა. აშშ-ის ტბებს შორის ტაჰო მაქსიმალური სიღრმით მეორე ადგილზეა. დასვენებისა და ტურიზმის რაიონია. ცნობილია თავისი სუფთა წყლით. კალიფორნიისა და ნევადის შტატების მთავარი ღირსშესანიშნავი ობიექტია. ერთვის მრავალრიცხოვანი შენაკადები, გამოედინება მდინარე ტრეკი, რომელიც მიედინება ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ ქალაქ რინოს გავლით და ერთვის პირამიდის ტბას. ტბა პირველად მოინახულა მოგზარმა ჯონ ფრიმონტმა 1844 წლის 14 თებერვალს.

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტაჰო&oldid=2692845“-დან