ტახტის მემკვიდრეობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტახტის მემკვიდრეობა — სამეფო ხელისუფლების მემკვიდრეობის წესები: მეფის არჩევა, მეფის მიერ თავისი მემკვიდრის წინასწარ შერჩევა, გარდაცვლილი მეფის უახლოესი მემკვიდრის მეფედ კურთხევა.

საქართველოში კლასობრივი საზოგადოების ადრინდელ ეტაპზე მეფედ ჩვეულებრივ იმას დასვამდნენ ხოლმე, ვინც სამეფო საგვარეულოში წინამორბედი მეფის ყველაზე მახლობელი ნათესავი და წლოვანებით უხუცესი იყო. გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში კი, როგორც წესი, ტახტის მემკვიდრეობა პირმშოობას ემყარებოდა. თუ მეფეს მხოლოდ ასული ჰყავდა, იგი „ძედ“ და მემკვიდრედ ითვლებოდა. ქართველ მეფეებს მემკვიდრე ხშირად თავიანთ სიცოცხლეშივე აჰყავდათ ტახტზე „თანამოსაყდრედ“. მეფე ქალი ტახტზე მამაკაცის უფლებით სარგებლობდა, ტახტის მემკვიდრეს თავის გვარს აძლევდა, ხოლო მის ქმარს საკუთარი გვარის, ე. ი. ახალი დინასტიის დამკვიდრების უფლება აღკვეთილი ჰქონდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ცინცაძე ი., ძიებანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (X—XVI სს.), გვ., 140,თბ., 1956
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 2, ტფ., 1929;