Tatra T3R.EV

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტატრა T3R.EV)
ტატრა T3R.EV მისაბმელ ვაგონთან (VV60LF) ერთად, ბრნოში.

Tatra T3R.EV — ერთსექციური, ორურიკიანი (ოთხღერძიანი), ცალმხრივი მიმართულების, მაღალიატაკიანი ტრამვაის ვაგონი; ტატრა T3-ის მოდერნიზაცია, რომელიც გამოიყენება განსაკუთრებულად ამორტიზებული ტატრა T3-ების განახლებისას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთი ტატრა T3 მეტად ცუდ მდგომარეობაშია, რის გამოც მათი აღდგენა-განახლება რთულდება. ასეთი ვაგონებისათვის ფირმებმა ČKD Pragoimex და Krnovské opravny a strojírny (KOS) შექმნეს ძარას ახალი ტიპი VarCB3, რომელიც ტატრა T3R.EV და ტატრა T3R.PV მოდერნიზაციებისთვის გამოიყენეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვაგონებს ძველი ტატრა T3-ისგან მხოლოდ ურიკები (რუს. ე.წ. „ტელეჟკები“) ძარა (ნაწილობრივ) და ელექტროაღჭურვილობის მცირე ნაწილი რჩება (ძაბვის გარდამქმნელი და კონდენსატორი), ისინი მაინც არ ითვლება ახალ ვაგონად და მოდერნიზებულად მოიხსენიება.

მოდერნიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ტიპის მოდერნიზაცია გულისხმობს ძარას გადაკეთებას, რომლის დროსაც ვაგონს პირველი კარის დასაწყისამდე აჭრიან წინა, „სახიან“ ნაწილს, რადგან კოროზიის (ან დეფორმაციის) გამო მისი აღდგენა არა მომგებიანია. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ კი ძარაზე ხდება ახალი წინა ნაწილის, ე.წ. „ნიღაბის“ მონტაჟი. ბრნოს ტატრა T3R.EV-ებს კლასიკური ტატრა T3-ის „ნიღაბი“ დაუმონტჟდათ (დიზაინერი: ფრანტიშეკ კარდაუსი), ხოლო ოსტრავასას, ახალი დიზაინის (ავტორი: ფრანტიშეკ პელიკანი). ამ ვაგონის ინტერიერი და მართვის პულტი ტატრა T3-ის უკანასკნელი მოდერნიზაციების შესაბამისია. ასევე თითქმის მთლიანად არის შეცვლილი ელექტროაღჭურვილობა. ტატრა T3R.EV-მდე, წინა წლების მოდერნიზაციებზე ასინქრონული ამძრავები განზრახ მიივიწყეს და ხარჯების შემცირების მიზნით მათი გამოყენება არ ხდებოდა, ხოლო მათგან განსხვავებით ტატრა T3R.EV აღჭურვილია თანამედროვე, TV Europulse ტიპის ასინქრონული ელექტროაღჭურვილობით და ნახევარპანტოგრაფით.~

ტექნიკური მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიგრძე (ქუროების გარეშე): 14 მ
  • სიგანე: 2,5 მ
  • სიმაღლე: 3,08 მ
  • ცარიელი ვაგონის წონა: 14,3 ტ
  • ადგფილების ჯამური რაოდენობა: 110
    • დასაჯდომი: 23
    • დასადგომი: 87
  • მოტორების სიმძლავრე: 4 x 90 kW
  • მაქს. რეკომენდებული სიჩქარე: 65 კმ/სთ

გაყიდვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტატრა T3R.EV-ებს აწარმოებდნენ 2002-2004 წლებში.

ჩეხეთის დროშა ჩეხეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ბმული ვაგონის ტიპი მიღების წლები ვაგონების რაოდენობა შენიშვნა
ბრნო ბრნოს ტრამვაი ტატრა T3R.EV 20022003 4 ცალი  
ოსტრავა ოსტრავას ტრამვაი ტატრა T3R.EV 2004 1 ცალი  

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Tatra_T3R.EV&oldid=4460232“-დან