ტარიელ აბდულაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტარიელ აბდულაევი
დაბადების თარიღი 25 თებერვალი, 1965
ლენქორანი, ლენქორანის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 20 იანვარი, 1990
აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
დაკრძალულია შეჰიდთა ხეივანი
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ

ტარიელ აბდულაევი (აზერ. Tariyel Abdullayev, სრული სახელი:Tariyel Hacıbala oğlu Abdullayev; დ. 25 თებერვალი, 1965, ლენქორანი — გ. 26 იანვარი, 1990, აზერბაიჯანის სსრ) — შავი იანვრის ტრაგედიის მსხვერპლი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1967 წლის 8 დეკემბერს ლენქორანში.ჯერ 10 წლიანი დაწყებითი და საშუალო განათლება მიიღო ლენქორანის 2-ე საშუალო სკოლაში, შემდეგ დაამთავრა 169-ე ტექნიკურ-პროფესიული სასწავლებელი.[2] სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, კალინინის სახელობის ტექნიკის მწარმოებელ ქარხანაში მუშაობდა მუშად.

1990 26 იანვარს ლენქორანში, ჰაფთონის ტყეში სამხედროებმა სახალხო ფრონტის ხუთი წევრი დახვრიტეს, 46 ადამიანი დააკავეს და ვერტმფრენით ბაქოში გაგზავნეს. დაკავებულთა შორის იყო ტარიელიც. ჯარისკაცებმა დაკავებულებს ხელ-ფეხი მავთულით კისრებზე მიუბეს. ტარიელი მავთულის მოჭერით ვერტმფრენში გაიგუდა. ერთი დღის შემდეგ მისი ცხედარი ბაქოს ცენტრალურ მორგში გადაასვენეს.

31 იანვარს შეჰიდთა ხეივანში დაკრძალეს. თავდაპირველად ის ალის სახელით დაკრძალეს, მაგრამ რადგანაც მისი ფოტო დაკრძალვამდე გადაღებული ჰქონდათ, ტარიელის ვინაობა მოგვიანებით გაირკვა. მშობლებმა მისი გარდაცვალების შესახებ მხოლოდ 12 თებერვალს შეიტყვეს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]