ტაი ენები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტაი ენები — სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებული მონათესავე ენების ჯგუფი.

გავრცელების არეალი[რედაქტირება]

მოიცავს ტაი (სიამურ) ენას (ტაილანდი), ლაოსურ, შანურ (ბირმა), ჯუანურ, დუნ-შუის, ლი (ჩინეთი, გუანსი და სხვა ენებს. იყოფა ჩრდ. ცენტრალურ და სამხ.-დას. ქვეჯგუფებად. აგებულებით ჩინურის მსგავსია (მაგრამ მათ ახლო ნათესაობას მეცნიერთა უმეტესობა უარყოფს.) იზოლირებული ენებია. აქვთ ერთმარცვლიანი სიტყვები, გაირჩევა სიტყვათგანმასხვავებელი ფუნქციის მქონე 5-6 ტონი. წინადადებაში სიტყვათა ურთიერთობას გამოხატავს სიტყვათა რიგი (ქვემდებარე—შემასმენელი—დამატება; საზღვრულ-მსაზღვრელი) და დამხმარე სიტყვები. ბევრია ჩინურიდან, პალი და ქმერული ენებიდან ნასესხობანი. ტაი ენებიდან ზოგს საკუთარი დამწერლობა აქვს (ინდური წარმომავლობისა). უძველესი წერილობითი ძეგლები განეკუთვნება XIII საუკუნეს.

ლიტერატურა[რედაქტირება]