ტაგილური ჯიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტაგილური ჯიშიმსხვილი რქოსანი საქონლისა, სარძევე მიმართულების პროდუქტული ჯიში. გამოყვანილიია XVIII—XIX საუკუნეებში ნიჟნი-ტაგილის (ურალი) მიმდებარე რაიონებში ადგილობრივი საქონლის შეჯვარებით ხოლმოგორულ და ჰოლანდიურ ჯიშებთან. ფერად უმეტესად შავჭრელი ან შავია, გვხვდება წითელი, წაბლა და რუხიც. კუროს მასაა 700—900 კგ, ფურისა — 400—500 კგ და მეტიც. ლაქტაციის პერიოდში ფურის მონაწველია 3500—3800 კგ რძე, საუკეთესო მეურნეობაში — 5000 კგზე მეტი რძე, რომლის ცხიმიანობა 4,0—4,2% შეადგენს. შეგუებულია მკაცრ კლიმატურ პირობებს. ჯიშს ამრავლებენ სვერდლოვსკის, ჩელიაბინსკის, ტიუმენის და უდმურტიის ოლქებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]