სხივი (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სხივი (მრავალმნიშვნელოვანი).

სხივიქართული ყოველკვირეული პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული ჟურნალი სოციალ-დემოკრატიული მიმართულებისა; გამოდიოდა თბილისში 1909–1910 წლებში. რედაქტორ-გამომცემელი — ე. ტურაბელიძე. გამოიცა 15 ნომერი. აშუქებდა პოლიტიკურ საკითხებს, დაბეჭდილია ა. ანდრეევისა და ჰაინრიხ ჰაინეს ნაწარმოებთა თარგმანები, საიუბილეო წერილი ანტონ ჩეხოვზე, მაქსიმ გორკის ნაწარმოებზე რეცენზია; პეტრე კოგანის „ახალი რუსული ლიტერატურის ისტორია“ (სტატიების სერია) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]