სციფოიდურნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სციფოიდურნი
Chrysaora jelly.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ნაწლავღრუიანები
კლასი: სციფოიდურნი
ლათინური სახელი
Scyphozoa

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


სციფოიდურნი (Scyphozoa) — ზღვის ცხოველების კლასი ნაწლავღრუიანთა ტიპისა. აქვთ პოლიპის ან მედუზის ფორმა. ახასიათებთ რადიალური სიმეტრია. ნაწლავი სიგრძეზე რადიალური ტიხრებით დაყოფილია ცენტრალურ ნაწილად და გვერდით ჯიბეებად. დამახასიათებელია თაობათა მორიგეობა: კვერცხიდან იჩეკება ლარვა — პლანულა, რომელიც სუბსტრატს, რმაგრება და გარდაიქმნება პოლიპოიდურ თაობად — სციფისტომად. ეს უკანასკნელი დაკვირტვით წარმოქმნის თავისსავე მსგავს პოლიპება, ხოლო განივი დაყოფისას გამოყოფს სციფომედუზების ლარვებს (ეფირებს). ზოგიერთი სახეობა (ფესვპირიანები) მსუსხავია. ზოგიერთი სციფომედუზის შხამი სასიკვდილოა ადამიანისთვისაც. ცნობილია სციფოიდურთა 200-მდე სახეობა, რომლებიც გავრცელებული არიან ყველა ოკეანეში.

ლიტერატურა[რედაქტირება]