სუძუკი ჰარუნობუ

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ორი გოგო (დაახ. 1750 წ.)

სუძუკი ჰარუნობუ (ჰოძუმი ძიჰეი) (დ. 1718 ან 1725, ედო (ტოკიო) — გ.1770, იქვე), იაპონელი გრაფიკოსი და ფერმწერი, უკიიო-ე-ს სკოლოს წარმომადგენელი. ხეზე ფერადი გრავიურის ერთ-ერთი პირველი იაპონელი ოსტატი. ჰარუნობუს ნამუშევრების უმეტესობა შესრულებულია 1764-1770 წლებში. უმთავრესად ხატავდა ახალგაზრდა ქალებს (გამყიდველებს, მოცეკვავეებს და ა. შ.), ქუჩის სცენებს. მისი განვითარებისათვის დამახასიათებელია კონტურის დახვეწილი ხაზი, ნათელი კოლორიტი. ბეჭდვის დროს ხშირად იყენებდა რელიეფური ტვიფვრის და სხვა რთულ ტექნიკას.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 11, გვ. 606, თბ., 1987


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე