სუბოტექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სუბოტექსი (Subutex) — დიდ ბრიტანეთში წარმოებული ნარკოტიკული მედიკამენტი, რომელსაც ექიმის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ჰეროინზე დამოკიდებული პაციენტების სამკურნალოდ იყენებენ. ძირითადად ვრცელდება დასავლეთ ევროპაში ექიმის რეცეპტით.

სუბოტექსი შეიცავს ბუპრენორფინს, მეტადონის მსგავს სინთეტიურ ოპიატს, რომელიც მსუბუქ ეიფორიას იწვევს. მას მიაწერენ ნარკოტიკების დოზის გადაჭარბებით გამოწვეული სიკვდილის 79%-ით შემცირებას საფრანგეთში ბოლო ათწლეულში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fighting the tide, Tom Parfitt. Guardian Unlimited. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2007.