სტრიჟამენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტრიჟამენტი
სტრიჟამენტი
სტრიჟამენტი
კოორდინატები: 44°48′33″ ჩ. გ. 42°02′01″ ა. გ. / 44.80917° ჩ. გ. 42.03361° ა. გ. / 44.80917; 42.03361
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული სტავროპოლის მხარე
სიმაღლე 831,8 
მთის მასივი სტავროპოლის მაღლობი
სტრიჟამენტი — რუსეთი
სტრიჟამენტი

სტრიჟამენტი (რუს. Стрижамент) — მთა რუსეთში, სტავროპოლის მხარეში. წარმოადგენს სტავროპოლის მაღლობის უმაღლეს წერტილს. სიმაღლე 831,8 მ.[1] მთის ფართობია დაახლოებით 150 კმ².[2] აგებულია თიხებით. აღმოსავლეთი კალთებიდან სათავეს იღებს მდინარე ტიომნაია. მთის მწვერვალზე, 775–831 მ სიმაღლეზე განლაგებულია აღკვეთილი. სახელწოდება მომდინარეობს ციხესიმაგრისგან, რომელიც მთაზე 1794 წელს აშენდა და რომელიც ატარებდა უცხოურ სახელწოდებას — რეტრანშამენტი (გამაგრება), რომელიც რუსულად გადაკეთდა სტრიჟამენტის სახელწოდებით.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Топографическая карта масштаба 1:100 000 L-38-109
  2. Стрижамент // Энциклопедический словарь Ставропольского края, Ставрополь, 2006
  3. Савельева В. В. Топонимический словарь-справочник // Физическая география Ставропольского края, 5-е изд., 2009