სტეფანე აღაჯანიანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტეფანე მელიქსეთის ძე აღაჯანიანი (დ. 16 დეკემბერი/28 დეკემბერი, 1863, შუშა - გ. 13 დეკემბერი, 1940, ერევანი), სომეხი ფერმწერი, პორტრეტისტი. სომხეთის სსრ სახალხო მხატვარი (1938).


სწავლობდა ქ. მარსელის სამხატვრო სტუდიაში (1886-1890) და ჟიულიანის აკადემიაში, პარიზში (1897-1900). 1903 წლიდან მუშაობდა დონის როსტოვში, 1922 წლიდან ერევანში. აღაჯანიანის რეალისტური პორტრეტისათვის დამახასიათებელია მკაცრი კოლორიტი და ღრმა ფსიქოლოგიზმი. მისი ნამუშევრებია: დედისა და მამის პორტრეტები (1900), „ძია სედრაქი“ (1926), „უპატრონო“ (1928), ავტოპორტრეტები (1925, 1926, ყველა სომხეთის სურათების გალერეა, ერევანი) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 47, თბ., 1977