სპოროფილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპოროფილი (ბერძნ. spora თესლი და phyllon ფოთოლი) — შვიტების, ლიკოპოდიუმების და სხვა უმაღლესი მცენარეების სახეშეცვლილი ფოთლები, რომლებზეც განვითარებულია სპორანგიუმები. სპოროფილი ეწოდება აგრეთვე წყალმცენარეების თალომის ფოთლისმაგვარ სასპორე ორგანოს.

განსხვავებულსპორიან მცენარეებში სპოროფილზე განვითარებულია მეგა ან მიკროსპორანგიუმი, რის შესაბამისადაც მეგასპოროფილი და მიკროსპოროფილი ეწოდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]