სპერქეოსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სპერქეოსი
Sperchios River, Greece - course by satellite image.jpg
მდინარე სპერქეოსი. სატელიტური ფოტო (მდინარე ლურჯადაა გამოყოფილი)
ქვეყნები საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
სათავე ტიმფრისტოსის მთა
სიგრძე 82 კმ

სპერქეოსი (ბერძნ. Σπερχειός) — მდინარე ცენტრალურ საბერძნეთში. სათავე აქვს ევრიტანიის პრეფექტურაში, ტიმფრისტოსის მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე. მიედინება ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე 82 კმ.

ზემო დინებაში მთის მდინარეა, შემდეგ დაბლობზე გადის, სადაც ფართო ხეობას ივითარებს. დაბლობზე გასვლისას მდინარის ნაპირზე გაშენებულია დასახლებული პუნქტი მაკრაკომიი, ხოლო შესართავთან ახლოს მდებარეობს ქალაქი ლამია. სპერქეოსის შესართავი ჭაობიანი და წყალ-ჭაობიანი. ქვემო დინებაში განვითარებულია სასოფლო მეურნეობა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]