სპარტაკი (საქართველო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სპარტაკი (მრავალმნიშვნელოვანი) .

„სპარტაკი“ — ახალგაზრდობის რევოლუციური ორგანიზაცია საქართველოში, რომლის საფუძველზეც შემდგომ წარმოიშვა საქართველოს კომკავშირი (სახელი ეწოდა გერმანიის მუშათა რევოლუციური ორგანიზაციის „სპარტაკის“ გავლენით). „სპარტაკის“ პირველი ორგანიზაცია შეიქმნა 1917 წლის 8 სექტემბერს თბილისში, შემდეგ (ოქტომბერში) ქუთაისში. 1918 წლის ბოლოსათვის „სპარტაკის“ ორგანიზაციები საქართველოს ყველა კუთხეში არსებობდა. „სპარტაკის“ ორგანიზაციების შექმნასა და ორგანიზაციულ განმტკიცებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა რუსეთის ახალგაზრდობის I ყრილობამ (1918, ოქტომბერი, მოსკოვი). ამ დღიდან „სპარტაკის“ ორგანიზაციები თავისი საქმიანობით სრულიად რუსეთის ახალგაზრდობის კომუნისტური მოძრაობის განუყოფელი ნაწილი იყო.

1918 წლის 26 მაისს ჩატარდა „სპარტაკის“ დასავლეთ საქართველოს ორგანიზაციების კონფერენცია, რომელმაც შეიმუშავა ახცალი წესდება და აირჩია ქუთაისის საგუბერნიო ბიურო. 1919 წლის 31 მარტს გაიხსნა „სპარტაკის“ თბილისის საქალაქო კონფერენცია, რომელყეც აირჩიეს „სპარტაკის“ თბილისის კომიტეტი (ბორის ძნელაძის ხელმძღვანელობით), მიიღო წესდება. „სპარტაკის“ საქართველოს ბოლშევიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელობით მუშაობდა, ისინი დიდ მუშაობას ეწეოდნენ ახალგაზრდობის ორგანიზაციული გაერთიანებასა და კომუნისტური სულისკვეთებით აღზრდის საქმეში.

1921 წლის სექტემბრიდან ამიერკავკასიის ახალგაზრდათა კომუნისტურ ორგანიზაციებს ეწოდა რუსეთის ახალგაზრდათა კომუნისტური კავშირის ამიერკავკასიის ორგანიზაცია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]