სო დონგ ჯინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სო დონგ ჯინი
დაბ. თარიღი 1967
მოქალაქეობა  სამხრეთი კორეა
საქმიანობა სამეცნიერო მუშაკი
მუშაობის ადგილი Kaywon University of Art and Design
ალმა-მატერი Yonsei University

სო დონგ ჯინისამხრეთ კორეელი სოციოლოგი, კულტურის კრიტიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი. ის ასევე კორეის გეი მამაკაცთა უფლებების ასოციაციის ჩინგუსაის ერთ-ერთი პირველი მთავარი აქტივისტი იყო. სო დონგ ჯინმა შემოიტანა ქვიარ თეორია კორეაში და უმთავრესი როლი შეასრულა კორეის უნივერსიტეტებში LGBTQ+ შეკრებების წამოწყებაში.

ის საკუთარ თავს უწოდებს "პროგრესულ ჰომოსექსუალ ინტელექტუალს, რომელიც ლესბოსელებისა და გეებისთვის უკეთეს ცხოვრებას ითხოვს" მისი გამოკითხვებისა და დაკვირვებების გამოქვეყებით მისი სურვილია, რომ სექსუალური უმცირესობის წევრებმა თანაგრძნობა ჰპოვონ და კორეის საზოგადოებაში თავი ნაკლებად გარიყულად იგრძნონ.

ნაკვონ-დონგის კულტურის გარდაქმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სო დონგ ჯინმა გამოიგონა ტერმინი "ნაკვონ-დონგის კულტურის გარდაქმნა", რაც გულისხმობს ნაკვონ- დონგის, ჯონგრო- გუს, ბუნდოვან გეი უბანს სეულში.

იონსეის უნივერსიტეტის სოციოლოგიის სამაგისტრო სკოლის სტუდენტმა სო დონგ ჯინმა 1995 წლის მარტში გადაწყვიტა სტუდენტურ ჟურნალში გამოექვეყნებინა მარტივი განცხადება იმ მოტივით, რომ ეპოვა სხვა "მისნაირი" ჰომოსექსუალები და შეექმნა წრე სადაც ერთმანეთს განცდებსა და გამოცდილებებს გაუზიარებდნენ.[1]

შემდგომში ის აკონკრეტებს, რომ უნივერსიტეტში აღნიშნული წრის შექმნით მას სურდა "გეტოიზებული" ასპექტი გადასულიყო, რასაც ნაკვონ-დონგი-გეი საზოგადოების ზედმეტად სექსუალიზებუი ასპექტი ერქვა. იონსეის უნივერსიტეტი იყო პირველი რომელმაც მიიღო ასეთი წრე რომელსაც შემდგომში მიბაძა სეულის ეროვნულმა უნივერსიტეტმა და შექმნა "Maeum 001 (마음001)", ნომერი "001",რომელიც გეი ადამიანის უფლებების პრიცენტს წარმოადგენს კორეის საზოგადოებაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 경향신문. (March 29, 1995) 동성연애 회원 모집' 연대학보 이색광고 ko. ციტირების თარიღი: 2019-06-12