შალვა სოსლანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სოსლანი, შალვა)

შალვა ბესარიონის ძე სოსლანი (ნამდვილი გვარი — სოსელია) (დ. 18 აპრილი, 1902, სოფ. დიდი ჯიხაიში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, — გ. 1941?) — ქართველი მწერალი.

ლიტერატურულ სარბიელზე პირველად 1923 წელს გამოჩნდა, იმავე წელს გამოაქვეყნა ფუტურისტული ლექსების პირველი კრებული ქართულ ენაზე. 1924 წელს, როგორც მსახიობი, ვახტანგ მჭედლიშვილის სტუდიის შემადგენლობაში გადავიდა მოსკოვში. სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტზე. ამ დროიდან უმეტესად რუსულად წერდა. 1931 წელს ჟურნალ „კრასნაია ნოვში“ გამოაქვეყნა ლირიკული, ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული შინაარსის მოთხრობა „რაში და ქეთევანი“. მომდევნო მოთხრობებში „მდინარეთა სიტყვა“ (1932) და „აჩა“ (1933) სოსლანი ერთმანეთს უპირისპირებდა ძველ და ახალ ყოფას. მას ეკუთვნის ასევე დოკუმენტური მოთხრობა „ახალი ბაღი“ (1936) და დაუმთავრებელი რომანი „ოქროს საწმისი“ (ნაწყვეტები გამოქვეყნდა 1941 წელს). სოსლანის შემოქმედება ორგანულად იყო დაკავშირებული საქართველოსთან და ქართულ ლიტერატურულ ტრადიციებთან. იღვწოდა ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის, წერდა ნარკვევებს („შოთა რუსთაველი“, 1937; „აკაკი წერეთელი“, „შალვა დადიანი“, ორივე 1940). თარგმნიდა ქართული მწერლობის ნიმუშებს.

II მსოფლიო ომის დროს, 1941 წელს სოსლანი მოხალისედ წავიდა ფრონტზე და იმავე წლის დეკემბერში უგზოუკვლოდ დაიკარგა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Конь и Кэтевана. Повести. [Предисл. О. Резника], М., 1966.
  • Девушка с кургана, «Мол. гвардия», 1932, № 8—9.
  • Шамшони. Рассказ, «Новый мир», 1932, № 11.
  • Выход из ущелья, «Мол. гвардия», 1933, № 6.
  • Золотое обязательство. Рассказ, «Знамя», 1934, № 3.
  • Цива и Циа, «Октябрь», 1934, № 8.
  • Суд, «Известия», 1934, 12 сент.
  • [Материалы], в сб. Строка, оборванная пулей, М., 1976.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]