სმოლენსკის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სმოლენსკის ხიდი
რუს. Смоленский мост
კოორდინატები: 59°56′50″ ჩ. გ. 30°15′24″ ა. გ. / 59.94722° ჩ. გ. 30.25667° ა. გ. / 59.94722; 30.25667
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია სმოლენკა
სიგრძე 30,5 
სიგანე 27 
გახსნის თარიღი 1750 წ.
რეკონსტრუქცია 1841, 1873, 1885, 1913, 1959-1961 წწ.
სმოლენსკის ხიდი — რუსეთი
სმოლენსკის ხიდი
სმოლენსკის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
სმოლენსკის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

სმოლენსკის ხიდი (რუს. Смоленский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, ვასილეოსტროვსკის რაიონში, მდინარე სმოლენკაზე. ერთმანეთთან აკავშირებს ვასილევსკისა და დეკაბრისტების კუნძულებს. ხიდის საერთო სიგრძეა 30,5 მეტრი, ხოლო სიგანე — 27 მეტრი.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს ვასილევსკის კუნძულის მე-16 და მე-17 ხაზების დასაწყისში. ხიდთან ახლოს მდებარეობს სმოლენსკის სასაფლაო.

დინების ზემო მიმართულბით მდებარეობს ურალის ხიდი, ხოლო ქვემო მიმართულენით — ნოვო-ანდრეევსკის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურია „პრიმორსკაია“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1798 წლიდან 1844 წლამდე ხიდს ერქვა სომხური ხიდი, ახლოს მდებარე სომხური სასაფლაოს გამო ასევე მოქმედებდა სახელწოდება გერმანული ხიდი, ახლოს მდებარე სმოლენსკის ლუთერანული სასაფლაოს გამო.

თანამედროვე სახელწოდება ცნობილია 1829 წლიდან და მიენიჭა სმოლენსკის მართლმადიდებლური სასაფლაოს გამო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხის ძელებიანი ხიდი ამ ადგილზე ააგეს 1750-იან წლებში, რათა დაკავშირებოდნენ ლუთერანულ სასაფლაოს. XIX საუკუნეში ხიდი არაერთხელ გაარემონტეს: 1841, 1873 და 1885 წლებში. 1902 წელს ქალაქის საბჭო განიხილავდა ხის ხიდის შეცვლას რკინა-ბეტონის ხიდით, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღიათ. 1916 წელს ხიდი გადააკეთეს. 1913 წელს ხიდი გადააკეთეს მე-16 და მე-17 ხაზზე ტრამვაის ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით. 1930 წელს ხის ბურჯები შეცვალეს მეტალის ძელებით.

ამჟამად მოქმედი ხიდი ააგეს 1959-1961 წლებში ინჟინერ ა. დ. გუტცაიტისა და არქიტექტორ ლ. ა. ნოსკოვის პროექტის მიხედვით.

2002 წელს ტრამვაის მოძრაობის შეწყვეტის გამო ხიდიდან აყარეს ტრამვაის გზა და განაახლეს გზის საფარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 389. — 511 с.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 269. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]