ნოვო-ანდრეევსკის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოვო-ანდრეევსკის ხიდი
რუს. Ново-Андреевский мост
კოორდინატები: 59°56′48″ ჩ. გ. 30°14′16″ ა. გ. / 59.94667° ჩ. გ. 30.23778° ა. გ. / 59.94667; 30.23778
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გამოყენების სფერო საფეხმავლო
გადებულია სმოლენკა
სიგრძე 30 
სიგანე
გახსნის თარიღი 1960 წ.
ნოვო-ანდრეევსკის ხიდი — რუსეთი
ნოვო-ანდრეევსკის ხიდი
ნოვო-ანდრეევსკის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
ნოვო-ანდრეევსკის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

ნოვო-ანდრეევსკის ხიდი (რუს. Ново-Андреевский мост) — საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, ვასილეოსტროვსკის რაიონში, მდინარე სმოლენკაზე. ერთმანეთთან აკავშირებს ვასილევსკისა და დეკაბრისტების კუნძულებს. ხიდის საერთო სიგრძეა 30 მეტრი, ხოლო სიგანე — 3 მეტრი.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს სმოლენსკის ხიდი, ხოლო ქვემო მიმართულენით — ნაღდი ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურია „პრიმორსკაია“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდის აგების პერიოდისათვის ქალაქში უკვე არსებობდა ანდრეევსკის ხიდი. ორი მსგავსი ტოპონიმის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე სმოლენკაზე არსებულ ხიდს უწოდეს ნოვო-ანდრეევსკის ხიდი, აღნიშნული დადგენილება მიიღეს 2010 წლის 28 ივლისს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხიდი ამ ადგილზე ააგეს 1960-იან წლებში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა დეკაბრისტების კუნძულის განაშენიანება ახალი დაწყებული იყო. ახლოს მდებარე სახლების მაცხოვრებლებმა შეაგროვეს თანხა და ააგეს აუცილებელი გადასასვლელი. ამის შემდეგ ხიდს უწოდეს კოოპერატიული ხიდი, ან რკინის ხიდი. ასევე არსებობდა სახელწოდება ანდრეევსკის ხიდი, რომელიც ეწოდა ხიდის შემქმნელის იგორ ანდრეევის გვარის მიხედვით. ანდრეევი იყო ბალტიის ქარხნის ინჟინერი, რომელმაც ხიდი ააგო პრაქტიკულად თვითნებურად, ამისათვის მიიღო საკუთარი ქარხნის არასაჭირო მეტალის ძელები და დაუკვეთა მისი ტრანსპორტირება და დამონტაჟება.

2005 წლის გაზაფხულზე გავრცელდა განცხადება, რომ ხიდი დაიკეტებოდა სამი თვით სმოლენკის კალაპოტის გასუფთავების მიზნით, ხოლო მოხდებოდა ხიდის დემონტაჟი. სანაპირო ზოლის გაწმენდისა და მშენებლობის სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხიდი არ დუმონტაჟებიათ და 2006 წლის შემოდგომაზე დაიკრაგა. იგი არ ირიცხებოდა „ხიდტრესტის“ ბალანსზე.

2009 წელს მიიღეს გადაწყვეტილება ხიდი აღედგინათ. მშენებლობა დაიწყო 2009 წლის სექტემბრის დასაწყისში. ხიდი ოფიციალურად გაიხსნა 2009 წლის 17 დეკემბერს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]