სკანია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სკანიის ტერიტორია კ. ბორნჰოლმის ჩათვლით

სკანია (სკონელანდი; შვედ Skåneland, Skånelandskapen; ლათ Terra Scania ან Terra Scaniae; ინგ Scanian Provinces; დან Skånelandene) — ისტორიული რეგიონი შვედეთის სამხრეთით, შედგებოდა დანიის ძველი სამი პროვინციისგან: სკონე, ჰალანდი და ბლეკინგე. 1658 წლამდე დანიის შემადგენლობაში შედიოდა აღმოსავლეთის პროვინციების სახელწოდებით. კუნძული ბორნჰოლმი, იმხანად შვედეთის შემადგენლობაში გადასული, მერე კი ისევ დანიისთვის დაბრუნებული, პერიოდულად სკანიის რეგიონში შედიოდა ხოლმე.

ენობრივი თვალსაზრისით, სკანია დანარჩენი შვედეთისგან საგრძნობლად განსხვავდება, რადგან, ადგილობრივი მოსახლეობა უფრო მეტად დანიური ენაკავით საუბრობს, ვიდრე შვედურად.