სიფონოფორები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიფონოფორები
PortugeseMan-O-War.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ნაწლავღრუიანები
ქვეკლასი: სიფონოფორები
ლათინური სახელი
Siphonophora

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


სიფონოფორები (Siphonophora) — ნაწლავღრუიანი ცხოველების ქვეკლასი ჰიდროიდულთა კლასისა. მათი სხეული, რომლის სიგრძე მერყეობს 1 სმ-დან 3 მ, გამჭვირვალე და უფერულია. მხოლოდ ზოგიერთს აქვს კაშკაშა შეფერილობა. სიფონოფორები ქმნიან პოლიმორფულ კოლონიებს, რომელთა ცალკეულ ინდივიდებს — პოლიპებსა და მედუზებს — სხვადასხვაგვარი აგებულება აქვთ და კოლონიის ორგანოებად არიან გადაქცეული. მეტწილად წვეროზე აქვთ საცურავი ბუშტი (პნევმატოფორი), რომელიც აირითაა გავსებული. ზოგიერთი წარმოადგენს „მოცურავე ზარს“ (ნექტოფორს), რომლის შეკუმშვისა და გაფართოების შედეგად სიფონოფორების კოლონია გადაადგილდება. მკვებავი პოიპების (გასტროზოიდების) მეშვეობით სიფონოფორები მოიპოვებენ და ინელებენ საკვებს. არიან აგრეთვე სასქესო ინდივიდები (გონოზოიდები) და სხვა. სიფონოფორები მრავლდებიან სქესობრივად. წყალში თავისუფლად მცურავი ლარვის დაკვირტვის შედეგად წარმოიქმნება კოლონია. ცნობილია 250-მდე სახეობა, რომლებიც ძირითადად ტროპიკულ წყლებშია გავრცელებული.

ლიტერატურა[რედაქტირება]