სინდრომი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Corpus Hippocraticum - ჰიპოკრატეს კანონები (შრომების კრებული)ბიზანტიური მანუსკრიპტი

სინდრომი (ბერძ. σύνδρομον, σύνδρομο - Syndrome - თავმოყრა) — ტერმინი მედიცინასა და ფსიქოლოგიაში, ნიშნავს რაიმე დაავადების დამახასიათებელი რამდენიმე ნიშნის ანუ სიმპტომის ერთობლიობას. ბოლო ხანებში ამ ტერმინის მნიშვნელობა გაფართოვდა და გამოიყენება ისეთი ფენომენის აღსანიშნავად, რომელიც რამდენიმე მახასიათებლის, საგნის, მოვლენის, ქმედების და ა.შ. ერთობლიობით ხასიათდება. სინდრომის სახელი უფრო ხშირად პიროვნების (აღმომჩენი, პირველი აღმწერი, პირველი დიაგნოსტირებული პაციენტი) სახელს წამოადგენს. ასეთ სინდრომებს ეპონიმურ სინდრომებს უწოდებენ. ასევე შეიძლება იყოს გეოგრაფიული, ისტორიული და ან სხვა სახელის მქონე სინდრომიც.


კულტურასთან შეჭიდული სინდრომები[რედაქტირება]

ცალკე გამოყოფენ კულტურასთან შეჭიდულ სინდრომებს, როდესაც ესა თუ ის სინდრომი, როგორც ნიშანთა ერთობლიობა, სხვადასხვა სახელითაა ცნობილი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელ ხალხებში.
კულტურასთან შეჭიდული სინდრომის მაგალითია მალაიზიაში კარგად ცნობილი ამოკის სინდრომი (Amok). ამოკის სინდრომი უმთავრესად გვხვდება მამაკაცებში და ხასიათდება აგრესიული აფეთქების ხანმოკლე ეპიზოდებით. აგრესიული შეტევის დროს ასეთი ადამიანი კლავს ან მძიმე დაზიანებას აყენებს ნებისმიერ შემხვედრს. ამოკის სინდრომში გაერთიანებულია შემდეგი ნიშნები: დევნის მანია, ავტომატიზმი, შეტევის ეპიზოდის შემდეგ ამნეზია და დაღლილობა. ამოკის სინდრომი ქრონიკული ფსიქიური დაავადების თანმხლებია. სხვა კულტურებში იგივე ნიშნები სხვა სახელის სინდრომის ქვეშ არის გაერთიაინებული. პოლინეზიაში ამას კაფარდს უწოდებენ (Cafard ან Cathard), პუერტო რიკოში - მალ მეტა პელეას (Mal Mata pelea), ნავაროში კი იიჩ’აა-ს (iich'aa).


სინდრომები და ასოცირებული მდგომარეობები[რედაქტირება]

სინდრომი წარმოადგენს გარკვეული ტიპიური ნიშნებისა და სიმპტომების კომბინაციას. ნიშნები და სიმპტომები, თავისი დიაგნოსტიკური მნიშვნელობის მიხედვით შეიძლება იყოს მთავარი ან მცირე. გარდა ამისა, ხანგრძლივი და მასშტაბური დაკვირვება და ეპიდემიოლოგიური შესწავლა იძლევა საფუძველს გამოვარჩიოთ მდგომარეობები, რომლეიც ამა თუ იმ სინდრომთან ასოცირდება. ასეთი ასოცირებული მდგომარეობები, თავისთავად სინდრომის მახასიათებელი ნიშანი არ არის, თუმცა მკურნალს აძლევს საყურადღებო ინფორმაციას, რათა სინდრომის დიაგნოსტიკის შემთხვევაში განსაზღვროს ასოცირებული მდგომარეობის რისკი და შესაბამისად გაატაროს პროფილაქტიკური ღინისძიებები.
მაგალითად, დადგენილია, რომ დაუნის სინდრომთან ასოცირებული მდგომარეობაა შაქრიანი დიაბეტი (Diabetes mellitus). როგორც წესი, დაუნის სინდრომის დიაგნოსტირების შემთხვევაში მკურნალები ითვალისწინებენ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს და დიეტაში, რეჟიმსა და მკურნალობაში შესაბამისი ცვლილებები შეაქვთ.

კლინიკური კვლევები[რედაქტირება]

მედიცინა მუდმივად მდიდრდება ახალი დაკვირვებებითა და მონაცემებით. ისტორიულად სინდრომების აღწერა ხდება ერთი მაგალითის ან ერთი პრაქტიკოსი ექიმის დაკვირვების საფუძველზე, რასაც მოსდევს ხანგრძლივი დროის განმავლობაში კლინიკური დაკვირვებები. კლინიკური კვლევების საფუძველზე შეიძლება ცალკეული სინდრომის დახასიათება გარკვეულწილად შეიცვალოს თავდაპირველთან შედარებით, ახალი მონაცემების დამატებით ან არსებულის უფრო ღრმა შესწავლით.
მაგალითად, შიდსი (ინგ. AIDS) ანუ ეძენილი მუნოეფიციტის ინდრომი დაერქვა, რადგან ამ პათოლოგიის დროს ვლინდებოდა მეორადად შეძენილი იმუნიტეტის დეფიციტი. მანამდე შიდსს უწოდებდნენ ჰდიდს-ს (ინგ. GRID) ანუ ომოსექსუალებთან აკავშირებული მუნო-ეფიციტის ინდრომი, რადგანაც თავდაპირველად განსაკუთრებულად ჰომოსექსუალებში ვინდებოდა. შიდსი-ს ტერმინის დადგენიდან რამდენიმე წლის შემდეგ კი გაჩნდა ტერმინი აივ (ინგ. HIV) - ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი. ამ მაგალითიდან ჩანს, რომ კლინიკური კვლევებმა საბოლოოდ ზუსტი სახელი დაარქვა ამ იდუმალებით მოცულ სინდრომს, გამოავლინა რა იმუნო-დეფიციტის გამომწვევი ვირუსის არსებობა.
მეორე მაგალითია , მწვავე რესპირატორული სინდრომი (ინგ. SARS), რომლის პათოგენეზი დადგინდა ასევე კლინიკური კვლევების სადუძველზე და სადღეისოდ უკვე ცნობილია, რომ ეს ინფექციური პათოლოგიაა და მისი გამომწვევია კორონავირუსი.

სინდრომები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Erste hilfe.svg გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება მითითებას ჯანმრთელობის თემებზე!