ალისა საოცარ ქვეყანაში (სინდრომი)
ალისა საოცარ ქვეყანაში სინდრომი ანუ თოდის სინდრომი ხასიათდება ქრონიკული თავის ტკივილით, გარემოსა და დროის ილუზიური აღქმით (დისორიენტაციით), სხეულის შეგძნების დარღვევით (მიკროფსია ან მაკროფსია), ფსიქო-სენსორული ცვლილებებით, დეპერსონალიზაციით. უმთავრესად ვლინდება აურის სახით დაავადების პროდრომულ პერიოდში.
სინდრომის ეპონიმია ინგლისელი მწერლის ლუის კეროლის (27 იანვარი, 1832 - 14 იანვარი, 1898) ნაწარმოები ალისას თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში. პირველად აღწერა კანადელმა ექიმმა თოდმა (Todd, J.) 1955 წ.
სექციების სია |
[რედაქტირება] ეპიდემიოლოგია
ალისა საოცარ ქვეყანაში სინდრომი ერთნაირი სიხშირით გვხვდება სხვადასხვა რასის და სქესის ადამიანებში. შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, მათ შორის, ბავშვებსა და მოზარდებშიც.
[რედაქტირება] სიმპტომები
სინდრომში გაერთიანებულია სამი წამყვანი სიმპტომი: 1). თავის ტკივილი; 2). მხედველობითი აღქმის დარღვევა: პაციენტები გარშემო არსებულ საგნებს (მანქანები, შენობები და ა.შ.) აღიქვამენ შეცვლილ ზომებსა და ფორმებში, გადიდებულად (მაკროფსია) ან დაპატარავებულად (მიკროფსია) ან დამახინჯებულად. მაგალითად, ქუჩა ძალიან ვიწროა, იატაკი ძალიან ახლოსაა; 3). სმენისა და შეხების აღქმის დარღვევა: ხმა რეალურზე უფრო ახლოდან ან შორიდან ესმით. პაციენტები განსაკუთრებით მძიმედ განიცდიან საკუთარი სხეულის ზომებისა და პროპორციების აღქმის დარღვევას.
[რედაქტირება] დიაგნოზი
ავადმყოფის ჩივილების საფუძველზე იხატება სამივე ძირითადი ნიშანი. სიმპტომები სხვადსხვა ინტენსივობით შეიძლება იყოს გამოხატული. მაგალითად, აურის სახით, რომელიც შეიძლება 1 საათის მანძილზე გრძელდებოდეს. ობიექტური კვლევისას თვალის და სმენის ორგანოების ჯანმრთელია. ფიზიკური მიზები დგენდება ობიექტური კვლევის დროს. ნევროლოგის, ინფექციონისტის, ტოქსიკოლოგის და სხვა სპეციალისტების კონსულტაციის საფუძველზე განისაზღვრება ძირითადი დაავადება, რომელთანაც ასოცირდება სინდრომი.
[რედაქტირება] დაავადებები
ალისა საოცარ ქვეყანაში სინდრომი გამოვლინდება სხვადასხვა დაავადებების დროს. სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილია კლინიკური შემთხვევები, როდესაც ეს სინდრომი ასოცირებული იყო შაკიკთან, თავის ტვინის სიმსივნეებითან, ეპილეფსიასთან, ინფექციურ დაავადებებთან (ებშტეინ-ბარის ვირუსი ანუ ინფექციური მონონუკლეოზი, ვარიკელა), მედიკამენტოზურ ინტოქსიკაციებთან (ფსიქოტროპული წამლებით მოწამვა) და სხვა.
მკურნალობა: ძირითადი დაავადების მკურნალობა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Todd, J. The Syndrome of Alice in Wonderland, Can Med Assoc J. 1955 Nov 1;73(9):701-4
- Murphy W. Dealing with Headache. Alexandria, Va: Time-Life Books; 1982
- Lief HI., Alice or Little Hans in Wonderland; Int. J. Psychiatry. 1967 4(1):49-50
- Benson RC., Alice in Wonderland and Teenage Gynecology; J.Obstet Gynecol. 1968 32(4):560-586
- Livesley B., Alice in Wonderland Syndrome; J. Nurs Times, 1973 7/69(23):730-2
- Copperman SM., “Alice in Wonderland” Syndrome as a Presenting Symptom of Infectious Mononucleosis in Children; J. Clin Pediatr (Phila). 1977 16(2):143-6
- Golden GS., Alice in Wonderland Syndrome in Juveline Migraine; J. Pediatrics. 1979 63(4):517-9
- Murray TJ., The Neurology of Alicein Wonderland; Can J Neurol Sci. 1982 9(4):453-7
- Eshel GM, et all., Alice in Wonderland Syndrome, a Manifestation of Acute Epstein-Barr Virus Infection; Pediatr Infect Dis J. 1987 6(1):68
- Wang SM, Liu CC, Chen YJ, Chang YC, Huang CC., Alice in Wonderland Syndrome Caused by Coxsackievirus B1; Pediatr Infect Dis J. 199615(5):470-1
- Mizuno M, Kashima, Alice in Wonderland Syndrome a Precursor of Depressive Disorder; J. Psychopathology. 1998;31(2):85-9
- Blau JN., Somesthetic Aura: the Experience of Alice in Wonderland; J. Lancet. 1998 15;352(9127):582
- Soriani S, Faggioli R, Scarpa P, Borgna-Pignatti C., Alice in Wonderland Syndrome and Varicella; Pediatr Infect Dis J. 1998 17(10):935-6.
- Zwijnenburg PJ, Wennink JM, Laman DM, Linssen WH., Alice in Wonderland Syndrome: a Clinical Presentation of Frontal Lobe Epilepsy; J. Neuropediatrics. 2002 33(1):53-5
- Podoll K, Ebel H, Robinson D, Nicola U., Obligatory and Facultative Symptoms of the Alice in Wonderland Syndrome; Minerva Med. 2002 93(4):287-93
სტატიის