სტენდალის სინდრომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანრი-მარი ბეილი (სტენდალი), რომლის სახელიც ამ სინდრომს ჰქვია.

სტენდალის სინდრომი (ასევე ფლორენციის სინდრომი) — ფსიქოსომატური აშლილობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია გულისცემის აჩქარება, თავბრუსხვევა და ჰალუცინაცია, იშვიათად გულის წასვლითაც, როდესაც ადამიანი ხელოვნების ზემოქმედების არეში ხვდება ან ადგილას, სადაც ხელოვნების ნიმუშების დიდი რაოდენობაა თავმოყრილი. სინდრომს სახელი დაერქვა XIX ს. ფრანგი მწერლის, სტენდალის პატივსაცემად, რომელმაც წიგნში "ნეაპოლი და ფლორენცია: მოგზაურობა მილანიდან რეჯიოში" აღწერა საკუთარი მდგომარეობა 1817 წელს ფლორენციაში ყოფნისას.

მიუხედავად ამგვარი სახის შეტევების მრავალჯერადი აღწერისა იმ ხალხის მიერ, რომლებიც ფლორენციის უფიცის გალერეას სტუმრობდნენ, სინდრომი მხოლოდ 1979 წელს განსაზღვრა იტალიელმა ფსიქიატრმა გრაციელა მაგერინიმ, რომელმაც ფლორენციის ტურისტებს შორის 100-ზე მეტი მსგავსი შემთხვევა შეისწავლა. ხოლო ამგვარი დიაგნოზი პირველად 1982 წელს დასვეს.

ამ ტერმინს ასევე ხშირად იყენებენ რომანტიზმის პერიოდის მუსიკის მსმენელთა რეაქციის აღწერისას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (იტალიური) Graziella Magherini. La Sindrome di Stendhal. Firenze, Ponte Alle Grazie, 1989. [1] დაარქივებული 2009-05-05 საიტზე Wayback Machine.
  • გ.ბახტაძე; ა.გიგაური; გ.ბახტაძე; თერაპიული ლექსიკონი - ”საქართველო”, თბილისი 1991

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება მითითებას ჯანმრთელობის თემებზე!