სინგამოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სინგამოზი

სინგამოზიფრინველთა დაავადება, იწვევს ქათმის პარაზიტი singamus trachea, სინგამიდების ოჯახის მრგვალი პარაზიტული ჭიების წარმომადგენელი, რომელიც პარაზიტობს ფრინველის სასუნთქ გზებში. სინგამოზი ფართოდ იყო გავრცელებული დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. პარაზიტების დიდი რაოდენობით არსებობის შემთხვევაში ფრინველი იღუპება. მკურნალობა: იოდისა (I) და კალიუმის იოდიდის (KI) სუსტი წყალხსნარი, სილიცილმჟავა ტრაქეაში, თიაბენდაზოლის, სინგამიქსის მიცემა საკვებთან ერთად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]